# መንጠሩበ 2013 საქართველოს თავღაც30ს სამინ()სტრო ## სარჩევი | | 7 | | | |--------------------------------------------------|-------------------------------------|-----------------|-----| | წინასიტყვაობა | .. | | | | შესავალი | -- | 9 | | | 1. | უსაფრთხოების გარემო | .. | 1 1 | | 2. | საქართველოს თავდაცვის | | | | სამინისტრო და შეიარაღებული ძალები .......... | 15 | | | | 2.1. | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | .. | 15 | | 2.2. | საქართველოს შეიარაღებული ძალების | 16 | | | გენერალური შტაბი | .. | | | | 2.3. | საქართველოს შეიარაღებული ძალები | 18 | | | 3. | თავდაცვის დაგეგმვა და მართვა | 22 | | | 3.1. | საკანონმდებლო ბაზა | 22 | | | | .. | | | | 3.2. | 23 | | | | კონცეპტუალური ჩარჩო | | | | | 3.3. | გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი | ............... | 25 | | 3.3.1. | მატერიალური რესურსების მართვა | 27 | | | 3.3.2. | ფინანსების მართვა | 28 | | | | .. | | | | 4. | ძირითადი პრიორიტეტები | 30 | | | 5. | გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება | 32 | | | 5.1. | საპარლამენტო ზედამხედველობის | 32 | | | განმტკიცება | .. | | | | 5.2. | შესყიდვების გამჭვირვალობა | 34 | | | 5.3. | არასამთავრობო სექტორის ჩართულობა | ............. | 40 | | 5.4. | მოქალაქეებთან ურთიერთობა | 42 | | | მედიასთან ურთიერთობა | 43 | | | | 5.5. | | | | | 5.6. | არჩევნები | -- | 44 | | 6. | თავდაცვის შესაძლებლობები | 46 | | | 6.1. | მართვა და კონტროლი | 46 | | | 6.2. | სამხედრო დაზვერვა | .. | 46 | | 6.3. | სპეციალური ოპერაციები | -- | 47 | |----------------------------------------------|----------------------------------------------------|------|------| | 6.4. | მობილურობა და კონტრმობილურობა | 48 | | | 6.5. | 48 | | | | საჰაერო თავდაცვა | | | | | 6.6. | კავშირგაბმულობისა და | | | | ინფორმაციული სისტემები | 49 | | | | 6.7. | ლოგისტიკური უზრუნველყოფა | 50 | | | 6.8. | სამხედრო ინფრასტრუქტურა | 50 | | | 6.9. | რეზერვის სისტემა | 51 | | | 6.10. | სამხედრო მრეწველობა | 51 | | | 7. | ადამიანური რესურსების მართვა | 53 | | | 8. | დოქტრინები, წვრთნა და განათლება | .. | 61 | | 8.1. | დოქტრინები და სახელმძღვანელოები | 61 | | | 8.2. | სამხედრო წვრთნები და სწავლებები | ୧2 | | | | 64 | | | | 8.3. | სამხედრო განათლება | | | | 8.4 | უმაღლესი სამხედრო განათლება - | | | | ეროვნული თავდაცვის აკადემია | 65 | | | | | .. | | | | 8.4.1. | უმცროს ოფიცერთა სკოლა | 70 | | | 8.4.2. | კაპიტნის საკარიერო სკოლა | 7 1 | | | 8.4.3. | ავიაციის და საჰაერო თავდაცვის | | | | ოფიცერთა ძირითადი მომზადების სკოლა | ........ | 7 1 | | | 8.4.4. | 72 | | | | სამეთაურო საშტაბო სკოლა | | | | | 8.4.5. | ენობრივი მომზადების სკოლა | 72 | | | 8.4.6. | პროფესიული განვითარების ცენტრი | 72 | | | 8.5. | საწყისი სამხედრო განათლება | 77 | | | | .. | | | | 9. | 79 | | | | სოციალური და სამედიცინო უზრუნველყოფა ... | | | | | 9.1. | ფინანსური მხარდაჭერა | 79 | | | 9.2. | დაჭრილ მეომართა რეაბილიტაცია | 80 | | | 9.3. | საცხოვრებელი პირობები | 82 | | | 9.4. | სამხედრო მოსამსახურეთა კვება | 82 | | | 9.5. | სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა ..... | 83 | | | 9.6. | ვეტერანთა პირობების გაუმჯობესება | .. | 83 | |------------------------------|-----------------------------------------|-----------------------------|------| | 9.7. | სამედიცინო უზრუნველყოფა | 84 | | | 10. | ფინანსური ანგარიში | .. | 87 | | 11. | ინსტიტუციური ცვლილებები | .. | 91 | | 11.1. | კანონმდებლობა | .. | 91 | | 11.2. | თავდაცვის მატერიალური რესურსების მართვა | 94 | | | 11.3. | შიდა აუდიტი | .. | 96 | | 11.4. | გენერალური ინსპექცია | .. | 96 | | 1 1.5. | ინფორმაციული ტექნოლოგიები | 97 | | | 11.6. | 98 | | | | საქმისწარმოება | -- | | | | 11.7. | უწყებათაშორისი თანამშრომლობა | .. | 99 | | 12. | ნატოსთან თავსებადობა | .. | 103 | | 12.1. | ნატო-საქართველოს | .. | | | თანამშრომლობის მექანიზმები | 104 | | | | 12.2. | საერთაშორისო უსაფრთხოების | | | | მხარდამჭერი ძალები (ISAF) | .. | 107 | | | 12.3. | ნატოსთან კლასიფიცირებული | | | | ინფორმაციის გაცვლა და დაცვა | 109 | | | | 13. | საერთაშორისო თანამშრომლობა | . | 1 10 | | 13.1. | საერთაშორისო ხელშეკრულებები | | | | და შეთანხმებები | 1 1 1 | | | | 13.2. | ორმხრივი ურთიერთობები | -- | 112 | | 13.3. | თავდაცვის სამინისტროს | | | | წარმომადგენლები საზღვარგარეთ | 118 | | | | 14. | .. | | | | მიღებული გამოცდილება | 119 | | | | 14.1. | საკანონმდებლო ბაზის განახლება | 119 | | | 14.2. | გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება | ......... | 120 | | 14.3. | ადამიანურ კაპიტალზე | | | | ორიენტირებული მართვა | .. | 120 | | | 14.4. | შეზღუდული ფინანსური რესურსები | ........................... | 121 | 14.5. დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემა გადაწყვეტილების მიღებისა .. | 121 | |-------| 14.6. 14.7. | და აღსრულების პროცესი | 122 | |-------------------------|-------| | გამოცდილების შედეგი | 122 | | | 123 | | სამომავლო ხედვა | 124 | | --- | | 15. დასკვნა ![6_image_0.png](6_image_0.png) ## წინასიტყვაობა 7 საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი საქმიანობა ქვეყნის კეთილდღეობისკენაა მიმართული და მას ხალხთან ერთად ვახორციელებთ. არაერთმა სოციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართული ჯარი საზოგადოების განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. ეს ნდობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რათა ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალე იყოს, ჩვენ კი - ანგარიშვალდებულნი საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისას ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა. ამ პრინციპების ერთგულების კიდევ ერთ დასტურად წარმოგიდგენთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2013 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს - "თეთრ წიგნს". მასში ასახულია საქართველოს შეიარაღებული ძალების არსებული მდგომარეობა, თავდაცვის ძირითადი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ თანუსაფრთხოების ამედროვე გარემო დია და მრავალ რისკს შეიცავს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, საქართველოს შეიარაღებული ძალები მზად იყოს, რომ ეფექტიანად უპასუხოს წინაშე არსებულ სამხედრო საფრთხეებს და ამავდროულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. პრიორიტეტები და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები. საქართველო, როგორც დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფო, მომავალში საკუთარ თავს ნატოსა და ევროკავშირის წევრად მოიაზრებს. ჩვენ არჩეული გზის ერთგულნი ვრჩებით და მიზნად იმ შესაძლებლობების განვითარებას ვისახავთ, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საუკეთესოდ ემსახურონ ხალხს და დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ირაპლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი ## შესავალი 2012 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებს. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული ორგანიზაციის რეგულარული ინფორმირება უწყებაში მიმდინარე პროცესებთან, რეფორმებთან და საბიუჯეტო დანახარჯებთან დაკავშირებით. სწორედ ამ ხედვის თანამდევი პროცესია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2013 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის - "თეთრი წიგნის" გამოქვეყნება. მასში შეტანილი ინფორმაცია დაეხმარება მოქალაქეებს, რათა ნათელი წარმოდგენა შეექმნათ სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული მდგომარეობის და თავდაცვის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ. საქმიანობის წლიური ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებს. "თეთრი წიგნი" მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თითოეული სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული ღონისძიების წლიურ ანგარიშს: "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" და "მინისტრის ხედვა 2013-2014"- რეკომენდაციების გათვალისწინებით. საქმიანობის წლიურ ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სამინისტროს ორი უმთავრესი ვალდებულება: საზოგადოების წინაშე რეგულარული ანგარიშგება და რესურსების მიზნობრივი ხარჯვა. დოკუმენტში ასახულია საქართველოს შეიარაღებული ძალების მისია, სტრუქტურა, თავდაცვის რესურსების მართვის საკითხები, არსებული სამართლებრივი და კონცეპტუალური ჩარჩო. მასში მოცემულია თავდაცვის შესაძლებლობები, განხორციელ- ებული ინსტიტუციური ცვლილებები, ნატოსთან თავსებადობისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიმართული საქმიანობა. დოკუმენტი შეიცავს განხორციელებული საქმიანობის შეფასებას და დასკვნებს. # 1. უსაფრთხოების გარემო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს კომპლექსურობა და სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური ლანდშაფტი ახასიათებს, რაც გავლენას ახდენს სტაბილურობასა და ქვეყნის დინამიურ განვითარებაზე. საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილია და მისი უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია შექმნის ეროვნული უსაფრთხოებისა და განვითარების მყარ გარანტიებს, ხელს შეუწყობს მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის განმტკიცებას. საქართველოს უსაფრთხოების დაგეგმვა ინარმოება ერთობლივად, მასში ჩართული უნყებების აქტიური მონაწილეობით. უსაფრთხოების დაგეგმვა იწყება ქვეყნის ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების არტიკულირებით და ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების ყოვლისმომცველი შეფასებით. საქართველოს ეროვნული ღირებულებები, ინტერესები და მის წინაშე მდგარი საფრთხეები ასახულია "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა" და "საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ. დოკუმენტში". 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ და რუსეთის საოკუპაციო ჯარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებამ მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარემო. ამასთანავე, ჩრდილოეთ ლურობა და მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც რეგიონის, ისე საქართ- ველოს უსაფრთხოების გარემოზე. საქართველოს წინაშე მდგარი ძირითადი საფრთხეები და გამოწვევებია: ■ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესიის განახლების ალბათობა - რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით დარღვეულია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არარსებობა და მათი მილიტარიზაცია უცხო ქვეყნის მიერ ზრდის პროვოკაციებისა და სამხედრო აგრესიის განახლების რისკს. ■ რეგიონული არასტაბილურობა - ლი კონფლიქტები უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ამიტომ მათი მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს ინტერესებშიც შედის. ■ ტრანსნაციონალური საფრთხეები - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აგრეთვე კავკასიაში კონფლიქტების არსებობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისთვის. ■ კიბერუსაფრთხოება - კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალზე მნიშვნელოვანია. კიბერსივრცის დაცვის ხარისხის გაუმჯობესების საჭიროება განსაკუთრებით მწვავედ გამოვლინდა საქართველოზე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში კიბერშეტევების განხორციელების დროს. ■ ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები - ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია. ამიტომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რათა მსგავსი კატასტროფების დროს, კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარონ ხელისუფლების ორგანოებს და მონაწილეობა მიიღონ მავნე შედეგების ლიკვიდაციაში. # 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ## 2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ![14_image_0.png](14_image_0.png) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. თავდაცვის ## ા ર სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე. სამინისტროს დანიშნულებაა საქართველოს შეიარაღებული ძალების (სშძ) აღმშენებლობა და ტრანსფორმაცია, მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება და ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება. ## 2.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვასა და კონტროლს. გენერალური შტაბის ძირითადი ფუნქციებია: საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულება, არსებული სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით სამხედრო საფრთხეების განსაზღვრა, შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ოპტიმიზაცია, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება. გენერალური შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. გენერალური შტაბის უფროსი არის საქართველოს პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველი. ![16_image_0.png](16_image_0.png) ფበბუჩ) 2.2: სუქართველს შეიპհ沙ლებული მაღების მახაზის სახეუსუჩა 2014 წმეს მ­­ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომხდარი სტრუქტურული ცვლილებების გათვალისწინებით, 2013 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი რეორგანიზაციის შედეგად გადაკეთდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბად. გენერალურ შტაბში შეიქმნა შემ– დეგი სტრუქტურული ერთეულები: ■ J-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი - ძირითადი ფუნქციების შესრულებასთან ერთად მონაწილეობს თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირებაში. იგი, როგორც გენერალური შტაბის ერთეული, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის კოორდინაციას და მონიტორინგს. ■ J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტი - ახორციელებს სტრატეგიულ-ოპერატიულ დაგეგმვას, შესაბამისი დოქტრინებისა და კონცეფციების შემუშავებას, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების კოორდინაციას, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმების დაგეგმვას და მათი იმპლემენტაციის მონიტორინგს. ■ საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო - ახორციელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას. ■ საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი - თანამშრომლობს საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვისა და შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შესაბამის უწყებებთან. მონაწილეობს სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში და უზრუნველყოფს საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერას. ## 2.3. საქართველოს შეიარაღებული ძალები საქართველოს სამხედრო ძალების (მათ შორის, შეიარაღებული ძალების) მისია განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით და მოიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, აგრეთვე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი მიზნებია: ■ შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა; რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების ხელშენყობა; ■ ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს. ■ სშძ-ის მართვა ხორციელდება შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის პრინციპის საფუძველზე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებებითა და ზედამხედველობით. ![18_image_0.png](18_image_0.png) ფიცუჩა 2014 წCNს მღზომპԻጋՐბით სშძ-ის მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულება დამოკიდებულია სამხედრო ოპერაციების წარმართვის შესაძლებლობასა და უნარზე. ამისათვის, უზრუნველსაყოფია მაქსიმალური მოქნილობა, თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმის ამაღლება და შეიარაღებული ძალების უფრო მობილურ - ნატოსთან თავსებად ძალებად გარდაქმნა. ომისა და კრიზისების დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული მითითებებისა და თავდაცვის გეგმის შესაბამისად, სახმელეთო ჯარები პასუხისმგებელნი არიან შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დონის შენარჩუნებაზე, გეგმების შემუშავებაზე, ძალთა განთავსებასა და ოპერაციების მართვაზე. სახმელეთო ჯარების სარდლობას ექვემდებარებიან შემდეგი ქვედანაყოფები: 1 მსუბუქი ქვეითი, 3 ქვეითი, 1 მექანიზირებული, 2 საარტილერიო, 1 საინჟინრო, 1 საჰაერო თავდაცვის, 1 საავიაციო ბრიგადა, 1 შერეული საავიაციო ბაზა და კავშირგაბმულობის კვანძი, აგრეთვე - სამედიცინო და დაზვერვის ცალკეული ბატალიონები (შეიქმნა "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" დოკუმენტის რეკომენდაციების შესაბამისად). ეროვნული გვარდიის დაქვემდებარებაშია 2 კადრირებული ქვეითი ბრიგადა (იხ. ფიგურა 2.3). "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" დოკუმენტის რეკომენდაციების შესაბამისად უქმდება სახმელეთო ჯარების სარდლობა და მის ნაცვლად შეიქმნება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ოპერატიული სარდლობები, რომლებიც საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონებში, მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე ოპერატიულ მართვასა და კონტროლს, ასევე, სამობილიზაციო რესურსის უკეთ შესწავლისა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის ეფექტიან გადანაწილებას განახორციელებენ. ამასთან, ჩამოყალიბდება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, რომელიც უზრუნველყოფს საფრენი აპარატებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების ერთიან დაქვემდებარებაში თავმოყრას და რესურსების ოპტიმიზაციას, აგრეთვე გაზრდის მომზადების, მართვისა და კონტროლის ეფექტიანობას (იხ. ფიგურა 2.4). ![20_image_0.png](20_image_0.png) ფიბუհა # 3. თავდაცვის დაგეგმვა და მართვა თავდაცვის დაგეგმვა და მართვა ხორციელდება თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესში შემუშავებულ კონცეპტუალურ-სტრატეგიულ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდაუწყებრივ დოკუმენტებს ეფუძნება და მოითხოვს თავდაცვის რესურსების მართვის გამართულ სისტემას. ## 3.1. საკანონმდებლო ბაზა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებ– ლო აქტების შესაბამისად. კონსტიტუცია აყალიბებს იმ ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება თავდაცვის დაგეგმვა და მართვა. არსებული მდგომარეობით ქვეყნის თავდაცვა და თავდაცვის დაგეგმვა რეგულირდება შემდეგი ძირითადი კანონებით: საქართველოს კანონი "საქართველოს თავდაცვის შესახებ" - განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის საფუძვლებსა და ორგანიზაციას, თავდაცვის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა უფლებებსა და მოვალეობებს. საქართველოს კანონი "თავდაცვის დაგეგმვის შესახებ" - თავდაცვის დაგეგმვის საფუძველია და განსაზღვრავს კონკრეტულ მოთხოვნებსა და პასუხისმგებლობებს. იგი თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტების შემუშავებას და პერიოდულად მათ გადახედვას ითვალისწინებს. ასევე, ითვალისწინებს თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების მომზადებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტების შესამუშავებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის პერიოდულ გადახედვა-განახლებაზე მუშაობს. ## 3.2. კონცეპტუალური ჩარჩო საქართველოს შეიარაღებული ძალები საკუთარი საქმიანობის წარმართვისას ხელმძღვანელობს სტრატეგიული და უწყებრივი დოკუმენტებით, რომლებიც სახელმწიფოს ფუნდამენტურ ღირებულებებსა და ინტერესებს, აგრეთვე ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებს განსაზღვრავენ (იხ. ფიგურა 3.1). ![22_image_0.png](22_image_0.png) ■ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია - განსაზღვრავს სახელმწიფოს ფუნდამენტურ ეროვნულ ლირებულებებსა და ინტერესებს, საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს. ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და მისი საგარეო, სოციალური და ეკონომიკური პრიორიტეტების ძირითად მიმართულებებს. ■ საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ. დოკუმენტი - განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე მდგარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და ტრანსნაციონალურ საფრთხეებს, მათი მატერიალიზების რისკებს და მოსალოდნელ შედეგებს. ■ ეროვნული სამხედრო სტრატეგია - წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიზნებსა და ამოცანებს, მათ განსახორციელებლად საჭირო შესაძლებლობებს. ■ თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა - განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს. მიზნად ისახავს სშძ-ის შესაძლებლობების განვითარებას და ნატოსთან თავსებადობის გაღრმავებას. დოკუმენტში ასახული რეკომენდაციები, არსებული შესაძლებლობების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე აყალიბებს ხედვებს სშძ-ის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის განხორციელების გეგმის შესაბამისად. ■ მინისტრის ხედვა 2013-2014 - სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც ასახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს და გათვლილია დაგეგმვის მოკლევადიან საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური განვითარებისათვის საჭირო შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ■ თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელო - საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტია, რომელიც სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზისა და ხელმისაწვდომი რესურსების გათვალისწინებით უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს სშძ-ის განვითარების მითითებებითა და რეკომენდაციებით. ## 3.3. გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მართვის პროცესის დეცენტრალიზაციისა და ეფექტიანობის მიზნით, ფუნქციონირებს გადაწყვეტილების მომზადებისა და მილების სამდონიანი სისტემა: სამუშაო ჯგუფები, მართვის ჯგუფი და გადაწყვეტილების მიმღები საბჭო (იხ. ფიგურა 3.2). სამუშაო ჯგუფები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რაც სამინისტროსა და შტაბს შორის კოორდინაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. სამუშაო ჯგუფები პერიოდულად იკრიბებიან და განიხილავენ იმ სამოქმედო გეგმებს, კონცეპტუალურ და სტრატეგიულ დოკუმენტებს (პროექტებს), რომლებსაც შემდეგ ეტაპზე განსახილველად მართვის ჯგუფს წარუდგენენ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მართვის ჯგუფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მას მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. ჯგუფის თანათავმჯდომარე შტაბის უფროსის მოადგილეა. ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეა თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ![25_image_0.png](25_image_0.png) ხოლო მდივანი - რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი. მართვის ჯგუფი დაკომპლექტებულია სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებით. მართვის ჯგუფის მიერ მომზადებული/ დამუშავებული დოკუმენტები და საკითხები წარედგინება გადაწყვეტილების მიმღებ საბჭოს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების სისტემაში უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრი, ხოლო წევრები არიან მინისტრის მოადგილეები, სშძ-ის გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები. გადაწყვეტილების მიღების აღნიშნული სტრუქტურა თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების დაგეგმვის, აღსრულებისა და ანგარიშგების მექანიზმების განსაზღვრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ერთეულების აქტიურ ჩართულობას და შესაბამისად, რაციონალური გადანყვეტილების მიღებას უწყობს ხელს. ## 3.3.1. მატერიალური რესურსების მართვა თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის ძირითადი მიზანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რესურსების რაციონალური განაწილების და შესაბამისად, ეფექტიანი მოკლე და საშუალოვადიანი დაგეგმვის უზრუნველყოფაა. ეს სისტემა მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო პროგრამების ანალიზს, დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას. პროგრამების შემუშავებისას გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საბიუჯეტო წლის დაფინანსების ზღვრული ოდენობა და შემდგომი სამი წლის ფინანსური პროგნოზი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის (PPBS) დანერგვაზე, რომლის წარმატებით იმპლემენტაციის შედეგად, სამინისტროს მთლიანად პროგრამებზე დაფუძნებული ბიუჯეტი ექნება. ბიუჯეტში მოცემული იქნება დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საქმიანობის განხორციელებას გეგმავს სამინისტრო შესაბამის საბიუჯეტო წელს, რა ხარჯები გაიწევა მის განსახორციელებლად და რა ინდიკატორებით შეფასდება ამ საქმიანობის ეფექტიანობა. დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემა უზრუნველყოფს თავდაცვის რესურსების ეფექტიან განაწილებას სტრატეგიული და შიდაუწყებრივი დოკუმენტებით განსაზღვრული პრიორიტეტების მხარდაჭერის მიზნით. "ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით" განსაზღვრული პროცესის ფარგლებში, 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და დადგენილი ფორმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინა 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც მოიცავდა თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რვა პროგრამას. ამ პროგრამების საფუძველზე 2014 წელს შემუშავდება 2015 წლის პროგრამებზე დაფუძნებული ბიუჯეტი და შემდგომი სამი წლის საბიუჯეტო გეგმები. ## 3.3.2. ფინანსების მართვა თავდაცვის სამინისტროს საფინანსო მმართველობა შედგება ფინანსების მართვის დეპარტამენტის, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, გენერალური შტაბის, სარდლობების, ბრიგადების, ცალკეული ბატალიონების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო პოლიციის და დაზვერვის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურების და სამხედრო ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური განყოფილებებისაგან. მარაგებისა და ძირითადი საშუალებების მიღება-აღრიცხვას აწარმოებს ჯარების ლოგისტიკური სარდლობა. ფინანსური ოპერაციები წარმოებს ცენტრალიზებულად, სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით. ხაზინასთან უშუალო ურთიერთობას აწარმოებს ფინანსების მართვის დეპარტამენტი, რომელიც ოპერაციებს საკასო წესით აღრიცხავს. უახლოეს მომავალში იგეგმება სამეურნეო ოპერაციების სრულყოფილი ბუღალტრული რეგისტრაციისა და მმართველობითი აღრიცხვის წარმოების დანერგვა, რაც გაცილებით სამართლიანად ასახავს ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობას და ზრდის ინფორმაციის სანდოობას. სწორი აღრიცხვის დარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს დაგეგმვის კუთხითაც. როცა ხელმისაწვდომია ზუსტი ისტორიული მონაცემები საბრძოლო და მხარდამჭერი ძალების მმართველობითი, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის ხარჯების შესახებ, მეტია ლოგიკური და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული გათვლების გაკეთების შესაძლებლობა მრავალწლიანი დაგეგმვის ჭრილში. ## 29 4. ძირითადი პრიორიტეტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013-2014 წლების ძირითადი პრიორიტეტები მოცემულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტში "მინისტრის ხედვა 2013-2014", რომელიც მოკლევადიანი დაგეგმვის სახელმძღვანელო დოკუმენტია. მასში მითითებული შემდეგი ხუთი პრიორიტეტი საქართველოს თავდაცვის სისტემის ძირითად მიმართულებებს ეყრდნობა: ■ გამჭვირვალობის გაზრდა და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება - თავდაცვის სამინისტროს მაქსიმალური გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად შეამცირებს შეცდომის დაშვებისა და არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკებს, ხელს შეუწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ეფექტიანად ნარმართვას და რეფორმების წარმატებით განხორციელებას. ■ თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება - სშძ-ის პროფესიონალიზმის, მობილურობისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას, ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზებას მოითხოვს. ამ მიმართულებით 2013-2014 წლებში განხორციელებული/ დაგეგმილი ცვლილებები სშძ-ის საბოლოო სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად მყარ საფუძველს შექმნის. ■ ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემების განმტკიცება - სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლების უზრუნველსაყოფად, საჭიროა პროფესიული განვითარების პროგრამებისა და ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დახვეწა. ■ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება სტიტუციური რეფორმების მიზანი თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის, ასევე, რესურსების განაწილების სისტემების მოდერნიზებაა. ნატოსთან თავსებადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება - ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თავდაცვის სამინისტროს ამოცანაა - თანმიმდევრული ნაბიჯებითა და აქტიური მუშაობით, ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. "მინისტრის ხედვა 2013-2014"-ის სრული ვერსია განთავსებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე (www.mod.gov.ge). # 5. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება თავდაცვის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაა. ამ კუთხით 2013 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული. წლის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად შეუერთდა ნატოს "კეთილსინდისიერების ამაღლების" (Building Integrity) პროგრამას. ეს პროგრამა 2007 წელს შეიქმნა. ის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების გამჭვირვალობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში, ნატოს ექსპერტებმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მართვის ეფექტიანობა შეაფასეს და 2014 წლის დასაწყისში გამოსცეს სპეციალური ანგარიში', რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის თავდაცვის უწყებამ გამჭვირვალობის გაზრდისა და კორუფციის რისკების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და რომ საქართველომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც უნდა გაუზიაროს. ანგარიშის სრული ვერსია სამინისტროს ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული. 2013 წელს გამოქვეყნდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, "საჯარო ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის", ანგარიში², რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის პარამეტრი წინა წელთან შედარებით 0%-დან 87,7%-მდე გაიზარდა. ## 5.1. საპარლამენტო ზედამხედველობის განმტკიცება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვნად გაააქტიურა თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საპარლამენტო მდივნის ფუნქციას ითავსებს. ის რეგულარულად მართავს შეხვედრებს პარლამენტის წევრებთან და მონაწილეობს თემატურ განხილვებში. 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიცირებით ჩატარდა რამდენიმე ერთობლივი საკომიტეტო მოსმენა, რაზედაც სამინისტრომ პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო სექტორის მინვეულ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია - თავდაცვის სისტემაში დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული ცვლილებების, მნიშვნელოვანი ვიზიტების, ორმხრივი მოლაპარაკებების და ნატო-საქართველოს ურთიერთობების პროგრესის შესახებ. ერთობლივ სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს სამინისტროს მიერ მომზადებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტები (მათ შორის თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის და ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პროექტები, ცვლილებები "საქართველოს თავდაცვის შესახებ" საქართველოს კანონში და სხვა). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე თავდაცვის უწყებამ აიღო ვალდებულება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინოს ინფორმაცია განსახორციელებელი (დაგეგმილი), სახელმწი– ფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 4 000 000 ლარს აღემატება. ამ ინიციატივით სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს პარლამენტს საწყისი, დაგეგმვის ეტაპიდანვე ადევნოს თვალყური მაღალბიუჯეტიანი შესყიდვის მიმდინარეობას და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მოითხოვოს მათზე რეაგირება. აგრეთვე, თავდაცვის მინისტრი პარლამენტს წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. პირველი ასეთი მოხსენება' საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარადგინა 2013 წელს. 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ "შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრთან" (DCAF) გააფორმა სამწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ჟენევის ცენტრი საქართველოს ეხმარება თავდაცვის სფეროზე საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებაში. ## 5.2. შესყიდვების გამჭვირვალობა ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის გაზრდას. 2013 წელს ფარული შესყიდვების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით თითქმის სამჯერ შემცირდა და 25,3% შეადგინა (იხ. ფიგურა 5.1). ![33_image_0.png](33_image_0.png) ![33_image_1.png](33_image_1.png) ദാഹായ ფიცუჩა 5.1: ლე ୧♪ ფუხული ♪ონტჩ♪ქსების თუნაფუხლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტრონული შესყიდვების რაოდენობა: საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2012 წელს მხოლოდ 22 ელექტრონული შესყიდვა განახორციელა, 2013 წელს კი - 242. სამინისტრო ტენდერებს აცხადებს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით და შესაბამის ინფორმაციას ათავსებს როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ისე საკუთარ ინტერნეტ გვერდზე (სპეციალურად ტენდერებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში), მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად (იხ. ფიგურები 5.2 და 5.3). არასამთავრობო სექტორი შესყიდვების პროცესს აქტიურად ადევნებს თვალყურს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოწვევით მათი წარმომადგენლები ესწრებიან სატენდერო კომისიის სხდომებს. საგრძნობლად გაუმჯობესდა საიდუმლო შესყიდვების ადმინისტრირების და მიმწოდებელთა შერჩევის პროცედურაც. შესყიდვების ფარული და გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელების შემთხვევებშიც კი ხელშეკრულების გაფორმებას წინ უსწრებს პოტენციური მიმწოდებლის მოძიება, ბაზრის კვლევით სავარაუდო ღირებულების დადგენა, შესყიდვის მოთხოვნების შესახებ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების მქონე კომპანიების დროულად ინფორმირება და შეძლებისდაგვარად კონკურენტულ გარემოში საუკეთესო წინადადებების მქონე კომპანიების გამოვლენა. შესყიდვების განხორციელების გამჭვირვალობამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ნდობის ამაღლებამ, თავდაცვის უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონანილე პრეტენდენტების რაოდენობის ზრდა განაპირობა. 2013 წელს მათი საშუალო რაოდენობა 3,56 იყო. შესყიდვების სისტემის დახვეწისა და კონკურენციის გაზრდის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2013 წელს 6,5 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა. 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე განთავსდა ბიუჯეტის უფრო დეტალური ვერსია (წინა წლებთან შედარებით), რამდენადაც კანონი იძლეოდა დაკონკრეტების შესაძლებლობას. იმავე გვერდზე განთავსდა ინფორმაცია სამინისტროს თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოების და სამინისტროს მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის შეცვლის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო გაზრდის საბიუჯეტო პროცესისა და დოკუმენტაციის ხელმისანვდომობას და გამჭვირვალობას. | | ტენტეხების | | | | |------|---------------|---------------|----------------|----------------| | ธวดท | UVV2969CB | ייצרפור | UDC9CBCPSULLES | | | 2011 | 16 | 16 | 32 | | | 2012 | 17 | 5 | 22 | | | 2013 | 136 | 106 | 242 | | | | ტენ | | | | | ടാവ | 19396956 | ויינג פפרנייר | רחפעותה ב | 279MINP7678200 | | 2011 | 11 055 310 | 62 624 780 | 1 367 524 | 75 047 614 | | 2012 | 17 708 329 | 40 110 000 | 1 446 209 | 59 264 538 | | 2013 | 32 309 076 | 140 731 865 | 6 610 040 | 180 850 981 | ფიბუh.) 5.2; ს.)ქ.)h0132CMს თავღქს3በს ს.)მበნበსუხლს მიქი პამოსსებებული სქნეუჩქბის h)ოლენობა eɔ ლიჩებულება ![36_image_0.png](36_image_0.png) ფიბუჩა 5.3: სუქართველს თავლეს სპმინበსახიოს მበጋհ პამოსხანებასი ბენеეჩების ღინამისა ![37_image_0.png](37_image_0.png) ![38_image_0.png](38_image_0.png) ## 5.3. არასამთავრობო სექტორის ჩართულობა 2013 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული თემატური სამი სამუშაო ჯგუფი: გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებების, თავდაცვის ტრანსფორმაციის და ნატოში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ოპერაციების სამუშაო ჯგუფები. საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები პერიოდულად ხვდებიან ჯგუფის წევრებს და მათთან ერთად განიხილავენ სამინისტროს მიერ მომზადებულ კონცეპტუალურ დოკუმენტებს, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს. სამუშაო ჯგუფებში გაწევრიანება თავისუფალია ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრებს შორის პერიოდშიც თანამშრომლობს. ჯგუფის წევრებს ელექტრონული ფოსტით ეგზავნებათ მნიშვნელოვანი დოკუმენტების პროექტები თხოვნით - შესწავლისა და განხილვის საფუძველზე მიაწოდონ თავიანთი შენიშვნები და წინადადებები. არასამთავრობო ორგანიზაციები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიების სხდომებში და ახალი თანამშრომლების შესარჩევ საკონკურსო გასაუბრებებში. 2013 წლის ივნისში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. ბათუმში გაიმართა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-8 კონფერენცია, რომელშიც ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ მაღალი დონის უცხოელი სტუმრები და საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მასშტაბისა და თემატიკის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ფერენციაზე განიხილეს უსაფრთხოების მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები. თავდაცვის უსაფრთხოების კონფერენციას, სამინისტრო 2014 წლის ივნისშიც გამართავს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს "თავდაცვის უმაღლესი კურსის" ორგანიზებას. 2013 წლის ივნისში მეორე ასეთი კურსი ჩატარდა. მასში, სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აღნიშნული კურსის საშუალებით სამინისტრომ, მონაწილეებს მიანოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესის, საფრთხეების განსაზღვრისა და მათზე რეაგირების მექანიზმების, თავდაცვის სფეროში განხორ– ციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. კურსის ფარგლებში, მონაწილეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის აკადემიას (გორი) და საზღვაო პოლიციას (ბათუმი) ესტუმრნენ. მსგავსი კურსი ახალი მონაწილეებისთვის 2014 წელსაც გაიმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შეიარაღებულ ძალებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის განსამტკიცებლად, აგრეთვე, ჯარის პოპულარიზაციის მიზნით, დაარსდა "ჯარის მეგობართა საზოგადოება". საზოგადოების წევრი ცნობილი ხელოვანები, მეცნიერები, მწერლები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები ხშირად სტუმრობენ თავდაცვის უწყებას და სამხედრო ნაწილებს, სადაც თანამშრომლებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან მართავენ დისკუსიებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული თავდაცვის სამხედრო ნაწილებში პერიოდულად იმართება კონცერტები, სპექტაკლები და კინოჩვენებები. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ეძლევათ უფასოდ დაესწრონ სხვადასხვა თეატრის სპექტაკლებს. 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტთან, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ## 5.4. მოქალაქეებთან ურთიერთობა მოქალაქეებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ამოქმედდა მოქალაქეთა მისაღები. მისაღების თანამშრომლები მოქალაქეებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე, უწევენ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან წერილებისა და განცხადებების მომზადებაში და სამინისტროს პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრების ორგანიზებაში. მისაღებში მუშაობს "ცხელი ხაზი" და პირდაპირი საკონსულტაციო სისტემა. მისაღებში ყოველდღიურად თითო საათით იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც უშუალოდ ხვდება მოქალაქეებს და ეცნობა მათ პრობლემებსა და მოთხოვნებს. მოქალაქეთა უკეთესად ინფორმირებისათვის დაიხვეწა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი (www.mod.gov.ge). დაემატა საინფორმაციო სეგმენტები, მათ შორის გენერალური ინსპექციის "ცხელი ხაზი", "ხშირად დასმული კითხვები", "სოციალური პროექტები", "ტენდერები", "ვაკანსია" და სხვა. 2013 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურად დაინყო "ღია კარის დღეების" ორგანიზება. წლის განმავლობაში სამხედრო ბაზებზე მოეწყო 27 "ღია კარის დღე" სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეთათვის. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ გამოფენილი სამხედრო ტექნიკა, გასაუბრებოდნენ სამხედრო მოსამსახურეებს და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. ## 5.5. მედიასთან ურთიერთობა 2013 წელს გაუმჯობესდა კომუნიკაცია მედიის წარმომადგენლებთან. თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეგულარულად იმართებოდა პრესკონფერენციები და ბრიფინგები. სამინისტროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და უწყების სხვა მაღალი თანამდებობის პირები ხშირად ხვდებოდნენ ჟურნალისტებს, პასუხობდნენ მათ კითხვებს, იძლეოდნენ ინტერვიუებს. 2013 წელს "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის" პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამჯერ გამართა საანგარიშო ბრიფინგი მედიის წარმომადგენლებისთვის, სადაც მიანოდა ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ და უპასუხა მათ მიერ დასმულ აქტუალურ კითხვებს. ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, საზოგადოების უკეთ ინფორმირებისათვის განახლდა შესაბამისი სტრატეგიის დოკუმენტი. სტრატეგია მოიცავს საზოგადოების ინფორმირების მიზნებს, სამიზნე ჯგუფებს, კომუნიკაციის გზებსა და მეთოდებს. დანართების სახით მას დაემატება სამოქმედო გეგმა, მედია პროცედურები და კრიზისული ვითარების დროს სახელმძღვანელო-საკომუნიკაციო გზამკვლევი. ავღანეთში გაიგზავნა ორი მეკავშირე ოფიცერი, რომელთაც სამხედრო მოსამსახურეთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და მედიასთან სისტემატური კომუნიკაცია დაევალათ. ავღანეთში ჩასვლის შესაძლებლობა მიეცათ იმ ჟურნალისტებსაც, რომლებმაც ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ მოამზადეს სიუჟეტები და სტატიები. საქართველოს თავდაცვის ყურადღებას უთმობს ჟურნალისტების ინფორმირებას საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და სამხედრო სპეციფიკის გასაცნობად. 2013 წლის მარტში ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ჟურნალისტებისათვის მოეწყო კონფლიქტურ ზონებში მუშაობის წესების შესახებ სპეციალური ტრენინგი. საერთაშორისო სწავლება - "Agile Spirit 2013", რომელიც გასულ წლებში ჩატარებული ტრენინგებისგან განსხვავებული იყო: მასში მონაწილეობდნენ სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ქართველი ჟურნალისტები. ## 5.6. არჩევნები გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა შეიარაღებული ძალების სრული დეპოლიტიზაციაა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში უპრეცენდენტოდ თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარდა. სამხედრო მოსამსახურეების 70%-მა ხმა, რეგისტრაციის (საცხოვრებელი) ადგილის მიხედვით მისცა. სპეციალური საარჩევნო უბნები ღია და გამჭვირვალე იყო დამკვირვებლებისთვის. არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების დლეს - 2013 წლის 4 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავის ინტერნეტ-გვერდზე განათავსა დეტალური ინსტრუქცია სამხედრო მოსამსახურეთათვის იმის შესახებ, თუ რა უფლებებს ანიჭებდა და შეზღუდვებს ავრცელებდა მათზე საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დროს. ინსტრუქციაში დეტალურად იყო განმარტებული ინფორმაცია საარჩევნო კამპანიისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მონაწილეობაზე დადგენილ შეზღუდვებზე, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, ხმის მიცემის პროცედურებზე, დამკვირვებლების უფლება-მოვალეობებზე, ხმის მიცემის ფარულობასა და არჩევანის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემდა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაიცავდა ყოველი სამხედრო მოსამსახურის და სამინისტროს თანამშრომლის თავისუფალ არჩევანს. წინასაარჩევნო პერიოდში თავდაცვის მინისტრმა რამდენჯერმე გააკეთა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ სამხედრო მოსამსახურის თავისუფალი არჩევნის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯებოდა. საარჩევნო პერიოდში თავდაცვის სამინისტრო აქტიურად და კანონის სრული დაცვით თანამშრომლობდა საარჩევნო ადმინისტრაციასთან ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. სამინისტროს მხარდაჭერით ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ავღანეთშიც იქნა მივლენილი. საბოლოო ჯამში, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების მისამართით არცერთი შენიშვნა და საჩივარი არ აღნიშნულა. ## 45 6. თავდაცვის შესაძლებლობები სშძ-ის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა. მისი შესრულება მოითხოვს კომპლექსურ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც შეიარაღებული ძალების ეფექტიანობას განსაზღვრავს. სამინისტრო, თავდაცვის განსავითარებლად, დაბალანსებულ მიდგომას იყენებს. ## 6.1. მართვა და კონტროლი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მართავს სამეთაურო რგოლი, რომელიც მშვიდობის, ომისა და კრიზისების დროს უზრუნველყოფს მათ მართვას სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე. შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად განხორციელდა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ოპტიმიზაცია. მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი; გაიმიჯნა გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები; შემუშავდა მართვისა და კონტროლის სისტემების სრულყოფისა და ეფექტიანობისათვის მართვის ცენტრის მოწყობის პროექტი; შეიქმნა აღმოსავლეთის ოპერატიული დაჯგუფების შტაბიდან და დაქვემდებარებული ქვედანაყოფებიდან მართვის პუნქტების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დახვეწისა და სრულყოფის სამუშაო ჯგუფი. ## 6.2. სამხედრო დაზვერვა დამტკიცდა სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სისტემის ტრანსფორმაციის კონცეფცია, რომელიც სამხედრო დაზვერვის სისტემის ოპტიმიზაციას, ნატოსთან თავსებადობის მიღწევას და სადაზვერვო შესაძლებლობების ეტაპობრივ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებზე. ■ სამხედრო დაზვერვის საშუალოვადიანი (2013-2016 წწ.) გეგმის მიხედვით განისაზღვრა საჭირო ტექნიკური საშუალებების ნუსხა და პრიორიტეტები; დაზვერვის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადებისა და დაზვერვის პირადი შემადგენლობის სწავლების გასაუმჯობესებლად მიმდინარეობს უკვე არსებული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეფასება. აგრეთვე, მუშავდება ახალი პროგრამები და საბრძოლო მომზადების სტანდარტული გეგმები; ■ მიმდინარეობს მუშაობა დაზვერვის სასწავლო ცენტრის შესაქმნელად; შემუშავდა ISTAR-ის სისტემის კონცეფცია, რომელიც დაზვერვის, თვალთვალის, მიზნის აღმოჩენისა და რეკოგნოსცირების შესაძლებლობების განვითარების ხედვას ითვალისწინებს; ■ დაიხვეწა ქვეყნის სადაზვერვო უწყებასთან კოორდინაციის სქემა, განვითარდა ორმხრივი ურთიერთობები, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია. ## 6.3. სპეციალური ოპერაციები დაიწყო სპეციალური ოპერაციების ძალების ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია-განახლება, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები საცხოვრებელ ყაზარმებში, ადმინისტრაციულ და საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობებში; მიმდინარეობს მუშაობა საჭირო აღჭურვილობისა და ქონების შესაძენად (სამთო-საპარაშუტო აღჭურვილობა, მყვინთავთა ეკიპირება, სპეციალური ქონება ზამთრის პირობებისათვის). სპეციალური ოპერაციების ძალების, სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში წლიური სასწავლო გეგმის მიხედვით ჩატარდა შემდეგი სპეციალური კურსები და წვრთნები: ■ რეინჯერის კურსი; სპეციალური დანიშნულების კურსი; - ■ საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი; ■ საპარაშუტო კურსი; ■ სპეციალური სროლის კურსი; ■ ინდივიდუალური, კოლექტიური და სხვადასხვა სახის წვრთნები. ## 6.4. მობილურობა და კონტრმობილურობა სშძ-ის მობილურობისა და კონტრმობილურობის განვითარებისთვის შემუშავდა სშძ-ის საინჟინრო შესაძლებლობების განვითარების გეგმის პროექტი. ფუნქციონირება დაიწყო საინჟინრო სკოლამ და ჩატარდა საველე პრაქტიკული სწავლებები საინჟინრო ბრიგადის გამნაღმველთა ასეულთან (ოსიაური). საპაერო მობილურობის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის, სატრანსპორტო ვერტმფრენების შესაძლებლობების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, შემუშავდა ვერტმფრენების განვითარებისა და გაუმჯობესების რეკომენდაციები, ვერტმფრენებისთვის საჭირო ტექნიკური მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტი. ## 6.5. საჰაერო თავდაცვა საჰაერო თავდაცვისა და თვალთვალის სისტემების განსავითარებლად, შემუშავდა საჰაერო სივრცის კონტროლის სისტემის განვითარების გეგმის პროექტი. მიმდინარეობს მუშაობა საჰაერო თავდაცვის დოქტრინასა და საჰაერო თავდაცვისა და თვალთვალის სისტემების მოდერნიზების გრძელვადიან გეგმაზე. ## 6.6. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემები თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის რეკომენდაციების შესაბამისად, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დასახვეწად განისაზღვრა შემდეგი ძირითადი პრიორიტეტები: ■ სტაციონარული და მობილური მართვისა და კონტროლის, საკომუნიკაციო და კომპიუტერული სისტემის განვითარება; ■ ჯავშანტექნიკაზე, საფრენ აპარატებსა და საარტილერიო სისტემებზე კავშირგაბმულობის საშუალებების მოდერნიზება; ■ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების კავშირგაბმულობის სისტემების მოდერნიზება; ■ დასრულებულია შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის ცენტრისთვის რადიოსარეტრანსლაციო და რადიოსარელეო მანქანების აგების პროცესი. ამასთანავე, აშშ-ის ყოველწლიური დახმარების ფარგლებში შეძენილია ახალი თაობის (FALCON III) ტაქტიკური რადიოსადგურები, რომელთა ტესტირება საველე პირობებში წარმატებით ჩატარდა. ტაქტიკური დონისათვის შეძენილ იქნება ამ რადიოსადგურების დამატებითი რაოდენობა. განხორციელდა სატანკო და საარტილერიო საშუალებების მოდერნიზებისთვის საჭირო კავშირგაბმულობის საშუალებებ– ის იდენტიფიცირება. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. ## 49 6.7. ლოგისტიკური უზრუნველყოფა ლოგისტიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, ხორციელდება სისტემური და ე.ნ. შეფასებითი სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით. დაინერგა საწვავის ელექტრობარათების სისტემა, რომლის საფუძველზეც ხორციელდება საწვავის ხარჯის ელექტრონული მონიტორინგი. ხორციელდება ISAF-ის მისიაში მონაწილე ქვედანაყოფების ლოგისტიკური უზრუნველყოფა ავღანეთში გადასროლამდე. და 2000 ერთეულზე მეტი ტექნიკის რემონტი. მიმდინარეობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ოპერატიული დაჯგუფებების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის შესწავლა. სარემონტო სამუშაოების დაგეგმვისთვის შედგა 328 კომპლექსური დეფექტური აქტი. ამოქმედდა სპეციალური კომისია, რომელიც შეამოწმებს შეიარაღებულ ძალებში სასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვის ვადებს. ## 6.8. სამხედრო ინფრასტრუქტურა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მონესრიგებაა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სამხედრო ბაზების შემონმებამ და სამხედრო მოსამსახურეთა გამოკითხვამ ცხადყო, რომ მათ დიდ ნაწილში მძიმე ვითარება იყო. 2013 წლის ძირითად პრიორიტეტებად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება (ყაზარმებისა და სასადილოების შეკეთება), და საბრძოლო მომზადებისა და განათლების ობიექტების (სამედიცინო კლასების, სიმულაციის (კენტრების), მოწყობა განსაზღვრა. წლის დასაწყისში შემუშავდა ინფრასტრუქტურის განვითარების 2013-2015წწ. გეგმა და 2013 წელსვე ამოქმედდა 122 სამშენებლო პროექტი. წლის ბოლოს დასრულდა სამუშაოები 8 ყაზარმაში და 8 სასადილოში. მიმდინარეობს მუშაობა 10 ყაზარმის, 10 სასადილოს და 2 საკონტროლო გამშვები პუნქტის მოსაწყობად. ყველა ნაგებობა მაქსიმალურად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი და საპროექტო ზედამხედველობა უწყვეტად ხორციელდება. ## 6.9. რეზერვის სისტემა რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის დასახვეწად ხორციელდება მიღებული გამოცდილების, არსებული საჭიროებებისა და რესურსების ანალიზი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც რეზერვისა და მობილიზაციის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, ახალი კონცეფციის შემუშავება დაევალა. 2013 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ძალისხმევა ძირითადად მიმართული იყო მისი სტრუქტურული და საშტატო რეორგანიზაციის, ეროვნულ გვარდიასა და რეზერვის სისტემასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და ნორმატიულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ეროვნულ გვარდიაში არსებული მდგომარეობის დადგენისა და რეზერვისტთა მომზადების ბაზების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ## სამხედრო მრეწველობა 6.10. საქართველოს თავდაცვის ყურადღებას უთმობს სამხედრო მრეწველობის განვითარების საკითხებს. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" უზრუნველყოფს არა მარტო არსებული პროდუქციის მოდერნიზებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას, არამედ ახალი პროდუქციის შექმნას და მის სერიულ წარმოებაში გაშვებას. ## ੨। ცენტრში გამოიყენება თანამედროვე პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო თვითმფრინავების, ჯავშანმანქანების, საარტილერიო სისტემებისა და ცეცხლსასროლი იარაღის კონსტრუირებასთან. "დელტაში" 2013 წელს 26 ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. 7 პროექტი დასრულებულია, მოწონებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ და შესაბამისად, გადაყვანილია სერიული წარმოებისთვის მზადყოფნის ფაზაში. წარმატებით მიმდინარეობს სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის რეპოზიციონირება (ახალ ტექნოლოგიურ მიმართულებებზე გადაყვანა), და ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარება, როგორებიცაა ჩარხმშენებლობა, მეტალურგია, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემები და სხვა. # 7. ადამიანური რესურსების მართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემების დახვეწას, რადგან თავდაცვის სისტემის ეფექტიანი მართვა, პირველ რიგში, სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორ საკადრო პოლიტიკას ატარებს უწყება. ამ სფეროში მიმდინარე რეფორმები სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე და ეფექტიანი სისტემის დანერგვას და ინსტიტუციონალიზაციას ისახავს მიზნად. 2013 წლის დასაწყისში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გამოვიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის შემადგენლობიდან და უშუალოდ კურატორ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დაექვემდებარა. ის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტად გარდაიქმნა და დაემატა ახალი - ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და დაგეგმვის - სამმართველო. დეპარტამენტმა შეიძინა ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიცაა სამინისტროს სისტემისთვის ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელების ხელშეწყობა და მიღებული შედეგების შეფასება. 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და დაამტკიცა ადამიანური რესურსების მართვის სისტემასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტი, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ახალი დებულება, თანამშრომლების შერჩევისა და შეფასების ახალი სისტემა და კრიტერიუმები, სამოქალაქო პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამების მონაწილეთა შერჩევის ახალი წესი, დეპარტამენტების ორგანიზაციული აღწერის და თანამდებო- ბის სამუშაო აღწერების სტანდარტული ფორმები და სხვა. გრძელდება მუშაობა ადამიანური რესურსების მართვის ისეთ მნიშვნელოვან კონცეპტუალურ დოკუმენტებზე, როგორებიცაა სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის მართვის სისტემების განვითარების სტრატეგიები. მათში მოცემული იქნება სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის მართვის სისტემების სრულფასოვანი განვითარების ძირითადი მიმართულებები, საჭირო წინაპირობები, სასურველი შედეგები და განხორციელების მექანიზმები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ასევე შეიმუშავა პრემირების (პრემიების გაცემის), ახალი სისტემის პროექტი და კომენტარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუგზავნა. პროექტი სხვა საკითხებთან ერთად იმასაც არეგულირებს, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი პრემიების გაცემის გამჭვირვალობა და ობიექტურობა. პრემირების ახალი სისტემა 2014 წლიდან ამოქმედდება. თავდაცვის სამინისტრო ჩართულია საქართველოში მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმირების პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობის კანცელარია კურირებს. 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განავითარა სამხედრო მოსამსახურეების შერჩევისა და რების ახალი, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული სისტემები. სამხედრო მოსამსახურეების შერჩევისა და დაწინაურების საკითხებს სპეციალური საბჭოები განიხილავენ. მათი საქმიანობისა და გადაწყვეტილების მილების წესები და საფუძვლები დეტალურადაა განსაზღვრული. წლის განმავლობაში შერჩევის საბჭოების 50-მდე სხდომა გაიმართა, მათგან 13 - თანამდებობებზე დანიშვნის, 12 - წოდებრივი დაწინაურების და 25 - საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნის. სამხედრო პერსონალის მართვის სისტემის სრულყოფისათვის, მიმდინარეობს მუშაობა ოფიცერთა და სერჟანტთა პროფესიული განვითარების პროგრამის, პირადი შემადგენლობის დაწინაურების სისტემის და პირადი შემადგენლობის გადანაწილებისა და დანიშვნის სისტემების დასახვეწად. 2013 წელს შემუშავდა თანამდებობრივი ანაზღაურების სისტემიდან წოდებრივი ანაზღაურების სისტემაზე გადასვლის გეგმის პროექტი, რომელიც 2014 წელს დამტკიცდება. ახალი სისტემა ერთი და იმავე წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეების მიერ თანაბარი ანაზღაურების მიღებას და წოდებრივ-თანამდებობრივი დისბალანსის აღმოფხვრას უზრუნველყოფს. დაგეგმილი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი შერეული სამხედრო სამსახურიდან (სავალდებულო და საკონტრაქტო), მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა და, შესაბამისად, მთლიანად პროფესიონალური შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაა. პროფესიონალურ შეიარაღებულ ძალებზე გადასვლის ხელშეწყობისთვის 2013 წელს "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ", საქართველოს კანონში შეტანილია ცვლილება, რომლის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 15-დან 12 თვემდე შემცირდა. ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პროფესიულ შეიარაღებულ ძალებზე გადასვლის დეტალურ სამოქმედო გეგმასა და ფინანსურ გათვლებზე მუშაობს. განახლდა სტატისტიკური მონაცემები იმ სამხედრო მოსამსახურეების შესახებ, რომელთაც კონტრაქტით გათვალისწინებული ვადები ეწურებათ. მომზადდა საერთო ანალიზი პირადი შემადგენლობის გადინების შესახებ (სპეციალობებისა და მიზეზების გათვალისწინებით). პირველად, შენარჩუნების პროგრამის ფარგლებში, გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები სამხედრო მოსამსახურეთა შესანარჩუნებლად ტერიტორიული პრინციპით გადანიშვნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის გაგრძელების მსურველთა რიცხვი გაზრდილია: 2013 წლის ივნისის მონაცემებით, ხელახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილი სამხედრო მოსამსახურეებ– ის 90,6%-მა გამოთქვა, 2012 წლის ივნისში კი მისი გაფორმება სამხედრო მოსამსახურეთა მხოლოდ 71,4%-ს სურდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში, ცალკე ფუნქციონირებდა გასულ წლებში შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების განცხადებების განმხილველი კომისია, რომელმაც 4000-ზე მეტი განცხადება განიხილა და 1500-მდე უსამართლოდ გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე აღადგინა შეიარაღებულ ძალებში. დამკვიდრდა სამოქალაქო პერსონალის დეტალურად განსაზღვრული პროცედურების დაცვითა და ღია კონკურსის წესით შერჩევა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2013 წლის აპრილში გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობა 2400-ზე მეტმა პირმა მიიღო. მათ სპეციალური ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარდათ. ტესტირების ადმინისტრირება გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა, ხოლო გასაუბრებას თავდაცვის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი კონსულტანტებიც დაესწრნენ. სწორედ ამ გზით შეირჩა რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და სხვადასხვა დონის სპეციალისტი. მას შემდეგ სამინისტრომ კიდევ ოთხჯერ ჩაატარა ღია კონკურსი. წლის განმავლობაში ამ წესით 98 თანამშრომელი დაინიშნა. კონკურსებში დაცვის სისტემის გაცნობითი (საორიენტაციო) ერთკვირიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისიისა და ამოცანების, სისტემის, სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისა და პრიორიტეტების გაცნობას და მათი ფუნქცია-მოვალეობების განმარტებას. პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და განხორციელდა ვიზიტები სამხედრო ბაზებზე. სამინისტროს საქართველოს თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თავდაცვის სისტემაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვისთვის აუცილებელი წინაპირობების შექმნა და გენდერული დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის პრევენცია და აღმოფხვრაა. ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის 45% ქალია. მათ მნიშვნელოვან ნაწილს საშუალო ან მაღალი თანამდებობა უკავია. ქალები შეადგენენ შეიარა- | წოდებრივი ანაზღაურების სისტემაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა | | |---------------------------------------------------------------|----------------------------------------------------------| | თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა გ ზამკვლევის სახ- | | | ელმძღვანელოს პროექტი, რომელიც მოიცავს უნყების ამო- | | | ცანებს, სტრუქტურას, სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთი- | | | ერთობას/კოორდინაციას | | | შემუშავდა | თავდაცვის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის | | ახალი დებულება და კანდიდატების შერჩევისა და შეფასების კრი- | | | ტერიუმის ახალი ფორმები და გასაუბრების წესები | | | თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის პროფესიუ- | | | ლი განვითარების პროგრამების დაგეგმვისა და ამ პროგრამების | | | მონანილეთა შერჩევის ახალი წესი | | | მიმდინარეობს დაწინაურების ახალი სისტემის კონცეფციის და სახ- | | | ელმძღვანელოს პროექტების შემუშავება | | | ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის | | | მიმდინარეობს | საპილოტო მოდულის შემუშავება | | სამობილიზაციო რესურსების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება | | | სამხედრო პერსონალის მართვის სტრატეგიის დოკუმენტის პროექ- | | | ტის შემუშავება | | | სამხედრო მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის რე- | | | ფორმის პროექტის შემუშავება | | | თავდაცვის სამინისტროს სამუშაოთა კლასიფიკაციის და უნყების | | | კომპეტენციების განსაზღვრა | | | დაგეგმილია კარიერის მართვის სისტემის ჩამოყალიბება (2014 წ.) | | | "ცოდნის მართვის" სისტემის შემუშავება და დანერგვა, დაგრო- | | | დაგეგმილია | ვილი ცოდნისა და გამოცდილების დოკუმენტირების, შენახვის, | | გავრცელებისა და გადაცემის მექანიზმების შემუშავება (2014 წ.) | | | ფიბუh) 7.1: 32hl५ળნ♪ԸՈს მპԻ­თ3ՈՆ სЛს­სე­მის ჩქფ­ო­һ­მՈՆ ფა­ჩ­ბ­С­ბ­ | | 2) ![57_image_0.png](57_image_0.png) ღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა 6%-ს. ქალთა უფლებების უკეთესად დასაცავად, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში უფრო მეტი ქალის მოსაზიდად და სამხედრო მოსამსახურეთა მხრიდან ქალების უფლებების დარღვევის პრევენციისთვის დამტკიცებულია "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციის განხორციელების შიდა სამოქმედო გეგმა. დაგეგმილია სამინისტროს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება და დამტკიცება, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეებისთვის სპეციალური ტრენინგ-კურსების ორგანიზება. # 8. დოქტრინები, წვრთნა და განათლება თანამედროვე შეიარაღებული ძალების ქვაკუთხედს წარმოადგენს მაღალ დონეზე განვრთნილი და შესაბამისი განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეების წვრთნისა და განათლების გაუმჯობესექვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის აუცილებელი ბა წინაპირობაა. სწორედ ამიტომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სამხედრო განათლებისა და პროფესიული განვითარების სტანდარტების ამაღლებაა. წვრთნის პროცესი უნდა წარიმართებოდეს თანამედროვე დოქტრინების, სახელმძღვანელოების, მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით. გარდა ამისა, ის უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოებული რეალურ საბრძოლო პირობებთან და უზრუნველყოფილი თანამედროვე თეორიული და ტექნიკური საშუალებებით. სამხედრო განათლების სისტემა ხელს უნდა უწყობდეს პროფესიონალი, მოაზროვნე, ლიდერის უნარ-ჩვევების მქონე და მოტივირებული ოფიცრებისა და სერჟანტების კორპუსის შექმნას. ამ ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული, თანამედროვე სამხედრო განათლებისა და წვრთნების სისტემის დანერგვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს და აამაღლებს მათ ბრძოლისუნარიანობას. ## 8.1. დოქტრინები და სახელმძღვანელოები დოქტრინებისა და საველე წესდებების შემუშავების, მათი ერთიანი სისტემის განვითარებისა და დანერგვის პროცესის ინსტიტუციონალიზაციისათვის 2013 წელს მნიშვნელოვანი ნაბი- ჯები გადაიდგა. განისაზღვრა სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე პრიორიტეტული დოქტრინული სახელმძღვანელოების ჩამონათვალი. გამოიცა 27 ახალი სახელმძღვანელო. დამუშავების სტადიაზეა 62 სახელმძღვანელო. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა დოქტრინების განვითარების კონცეფციაზე. ## 8.2. სამხედრო წვრთნები და სწავლებები წლის განმავლობაში განხორციელდა ღონისძიებები პოლიგონებისა და სასროლეთების მოწყობის, შესწავლისა და გაუმჯობესებისთვის. შეისწავლეს სენაკის, კოჯრის და დუშეთის პოლიგონები. 2013 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში ჩატარდა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები და სამეთაურო-საშტაბო სწავლებები, რომლებშიც გამოიყენეს თანამედროვე სიმულაციური და ტექნიკური საშუალებები (JCATS, HARDY, MILES, ALFONS). სამეთაურო-საშტაბო სწავლება 2013 წლის მესამე კვარტალის ჩათვლით ოთხჯერ ჩატარდა. მოეწყო პრაქტიკული საშტაბო და საველე გასვლითი სწავლება, რომელიც მიმართული იყო ოპერაციის (დაგეგმვა, მომზადება, აღსრულება, შემოწმება), რეალურ საბრძოლო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებისა და შტაბებისა და მათდამი დაქვემდებარებული სამსახურების თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ხარისხის ამაღლებისკენ. ჩატარდააღმოსავლეთის ოპერატიული დაჯგუფების სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური სწავლება, რომელიც მაქსიმალურად მიუახლოვდა რეალურ საბრძოლო მოქმედებებს. დაგეგმვასა და აღსრულებაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რაზედაც სწავლების მონიტორინგის ჯგუფმა მოამზადა შესაბამისი დასკვნა და შეიმუშავა რეკომენდაციები ხარვეზების აღმოფხვრის გზების თაობაზე. აღმოსავლეთის ოპერატიულ დაჯგუფებაში ასევე ჩატარდა კავშირგაბმულობის სიტუაციური სწავლება. ჩატარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა, ისე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო დაზვერვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა. სწავლება მიზნად ისახავდა კრიზისებისა და საომარი მდგომარეობის სიტუაციური მართვისა და უნყებათაშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესებას. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის ევროსარდლობის მიერ დაგეგმილ მრავალეროვნულ კავშირგაბმულობის საერთაშორისო სწავლებაში "Combined Endeavor-2013". საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა საბაზისო, შუალედური და საწყისი სამთო მომზადების საერთაშორისო კურსები. წლის განმავლობაში ჩატარდა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის რამდენიმე ათეული შემოწმება აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფებების ქვედანაყოფებში, ეროვნული გვარდიის და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფებში. ჩატარდა საერთაშორისო | საზღვარგარეთ გავლილი კურსები | | |--------------------------------|-------------------------| | 201 1 | 48 სამხედრო მოსამსახურე | | 2012 | 31 სამხედრო მოსამსახურე | | 2013 | 49 სამხედრო მოსამსახურე | ფიბუჩა 8.1: სპზლ3)หბაჩეთ სწპ3Ըጋኤኃ ბა3ԸበԸበ სამხელჩრ მოსამსახუჩეጋბის სტუბჩსატისე | დასახელება | ადგილი | თარილი | რაოდენობა | |-------------------|--------------|-------------------------|--------------------------| | Agile Spirit | საქართველო | 11 მარგი - 5 აპრილი | 529 სამხედრო მოსამსახურე | | Shared Horizon | საქართველო | 12-23 ივნისი | 29 სამხედრო მოსამსახურე | | Rapid Trident | უკრაინა | 6-19 ივლისი | 25 სამხედრო მოსამსახურე | | Sea Breeze | | 3 სამხედრო მოსამსახურე | | | | უკრაინა | 8-20 ივლისი | | | Saber Guardian | 15-25 აპრილი | | | | | რუმინეთი | 6 სამხედრო მოსამსახურე | | | Combined Endeavor | | 10 სამხედრო მოსამსახურე | | | | გერმანია | 13-26 სექტემბერი | | ფიბუჩა 8.2: 2013 წელს ჩუბარქბული სპეხთაშოხის წვითნები, hომეებშის საქახთველს შეიპհალებული ქალების პიხანმა შეგულგენლობამ მიილო გონაწილეობა სწავლების და უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მონიტორინგიც. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები დეტალურად აღინერა და დაეგ ზავნა როგორც სარდლობებს, ისე გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას. ინტენსიურად მიმდინარეობდა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საზღვარგარეთ სწავლების პროცესი, მათი მონანილეობა საერთაშორისო სწავლებებსა და წვრთნებში (იხ. ფიგურები 8.1 და 8.2). ## 8.3. სამხედრო განათლება სამხედრო წვრთნისა და განათლების სისტემის დასახვენად შემუშავდა "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შეიარაღებული ძალების), განათლებისა და საბრძოლო მომზადების კონცეფცია" და "საქართველოს შეიარაღებული ძალების განათლებისა და საბრძოლო მომზადების სტრატეგია". ამ დოკუმენტებში დეტალურად გაიწერა სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების მიზნები და ამოცანები და მათი განხორციელების გზები. ერთიანი საგანმანათლებლო პოლიტიკის შესამუშავებლად ყველა სკოლა და კურსი ახალი საშტატო სტრუქტურით საერთო საჯარისო მომზადების ცენტრში გაერთიანდება, რაც მათ მართვას გააადვილებს და სწავლების ხარისხს აამაღლებს. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დარჩება ის კურსები, რომლებიც აკადემიის კურსდამთავრებულებს პირველად სამხედრო წოდებას მიანიჭებს და აგრეთვე, ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო და რეზერვის ოფიცერთა მომზადების კურსები. დამატებით, 2013 წელს განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: ■ დამტკიცდა "საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განვითარებისა და კარიერული განვითარების კონცეფცია"; ■ შემუშავდა ძალების ოფიცერთა სამხედრო განათლების კონცეფციის" პროექტი; შემუშავდა უმცროს ოფიცერ ინსტრუქტორთა და სერჟანტ-ინსტრუქტორთა მომზადების კურსის პროექტი. ## 8.4. უმაღლესი სამხედრო განათლება - ეროვნული თავდაცვის აკადემია საქართველოს მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, რადგან სწორედ ეს აკადემია ასრულებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თანამედროვე, პროფესიონალი და ძლიერი შეიარაღებული ძალების ფორმირებაში. ეროვნული თავდაცვის აკადემია 1919 წელს დაარსებული პირ- ველი ქართული იუნკერთა სკოლის შთამომავალია. 2013 წელს თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით: აკადემიის მსმენელებს "იუნკერთა" სტატუსი აღუდგეთ. წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რათა ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო სისტემა და პროგრამა თანხვედრაში მოსულიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანთან - შექმნას განათლებული და მოტივირებული ოფიცერთა კორპუსი. აკადემიამ შეიმუშავა და დაამტკიცა 2013-2015 წლების განვითარების ხედვა, რომელშიც მისი განვითარების სტრატეგიული ხედვა, პრიორიტეტები, ძირითადი ამოცანები და მართვის პრინციპებია გაწერილი. ხედვის დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016-ის, მინისტრის ხედვა 2013-2014-ის და თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა სტრატეგიულ და კონცეპტუალურ დოკუმენტებში ასახულ პრიორიტეტებს ეფუძნება. 2012 წლის ბოლოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ საგანმანათლებლო პროგრამების რევიზია გააკეთა და არსებულ საჭიროებებთან მათი უკეთესად მორგების მიზნით 2013-2014 სასწავლო წლიდან აბიტურიენტებს ახალი, მენეჯმენტისა და ინფორმატიკის აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამები შესთავაზა. საგანმანათლებლო პროგრამები უფრო მეტად დაიტვირთა აკადემიური სასწავლო კურსებით, რაც ლიდერის, ანალიტიკური უნარ-ჩვევებისა და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ბუნებრივია, შენარჩუნდა სამხედრო განათლების მნიშვნელოვანი ელემენტებიც. ყველა საბაკალავრო პროგრამას დამატებით (minor) პროგრამად ოთხივე წლის განმავლობაში საერთო საჯარისო მართვა გასდევს. მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურაშიც. პირველი ორი წლის განმავლობაში ყველა იუნკერი ერთსადაიმავე სასწავლო კურსებს გადის, ხოლო მესამე კურსიდან ვიწრო სპეციალიზაციას ირჩევს. ეს მათ ახალ გარემოსთან უკეთესად ადაპტირებასა და გააზრებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. ახალი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის აკადემიური პერსონალი და მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებული ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა. შეიცვალა არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამები, არამედ სასწავლო პროცესი და მეთოდოლოგიაც. შემცირდა სააუდიტორო საათების რაოდენობა და იუნკერებს მიეცათ მეტი დრო თვითმომზადებისა და სხვა აქტივობებისთვის. გაიზარდა ლექციების ინტერაქტიულობა. ამისათვის ინსტრუქტორებმა და ლექტორებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს. ცვლილებები განხორციელდა სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განვითარების კუთხითაც. წლის განმავლობაში ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს, ხელისუფლების მაღალი რანგის პირებს, უცხოელ ელჩებს და ატაშეებს უმასპინძლა. სტუმრებმა იუნკერებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს, ლექციები წაიკითხეს, დისკუსიები გამართეს და იუნკერების კითხვებს უპასუხეს (იხ. ფიგურა 8.3). 2013 წელს აკადემიამ შეიძინა და ბიბლიოთეკაში დანერგა ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ცირკულაციის მოდული, რისი საშუალებითაც გამარტივდა წიგნბრუნვის ელექტრონული კონტროლის და ცალკეული მკითხველის აქტივობის მონიტორინგის შესაძლებლობა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბიბლიოთეკა "საბიბლიოთეკო კონსორციუმში" გაწევრიანდა, რის შედეგადაც აკადემიის ინტერნეტ გვერდზე ხელმისაწვდომი გახდა ელექტრონული საბიბლიოთეკო მონაცემთა ბაზა "EBSCO Publishing". 2013 წლის განმავლობაში ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა სასწავლო მიზნების შესაბამისი 76 ინგლისურენოვანი წიგნი და რამდენიმე ასეული პერიოდული გამოცემა. | ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუმრები 2013 წელს | | | |-------------------------------------------------------------------------|----------------------------------------------------|--------------| | იანვარი | აშშ ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი | ბაკალავრიატი | | საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ლენუა სალინსის | | | | აპრილი | ბაკალავრიატი | | | და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრე ევრარი | | | | ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო | ბაკალავრიატი | | | ცენტრის დირექტორი, ელენე გოცაძე | | | | მაისი | გერმანიის თავდაცვის ატაშე, მაიკლ ფრიკე | ბაკალავრიატი | | ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, | | | | ივნისი | ბაკალავრიატი | | | დავით ლორთქიფანიძე | | | | ექსპერტი თავდაცვის სფეროში, დოქტორი იუჯინ კოგანი | ბაკალავრიატი | | | ივლისი | საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის | CGSC | | უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია | | | | სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი, | CCS | | | ირაკლი მენაღარიშვილი | | | | ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა | CGSC | | | დოქტორი, ავთანდილ არაბული | | | | საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთო- | CCS | | | ბების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი | | | | ოქტომბერი | თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო | CGSC | | უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა | | | | ფილოლოგი, თამაზ ჯოლოგუა | CCS | | | ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო | ბაკალავრიატი | | | უნივერსიტეტის პროფესორი, რისმაგ გორდეზიანი | | | | სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი, | CGSC | | | ირაკლი მენაღარიშვილი | | | | ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, | ბაკალავრიატი | | | იონას პასლაუსკასი | | | | სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და | | | | ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის | ბაკალავრიატი | | | საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი | | | | ნოემბერი | საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, | ბაკალავრიატი | | ირაკლი გილაური | | | | პოეტი, ჯანსუღ ჩარკვიანი | ბაკალავრიატი | | | ხელოვნებათმცოდნე, გოგი ხოშტარია | ბაკალავრიატი | | | თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო | ბაკალავრიატი | | | უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა | | | | ისტორიკოსი, გურამ ქართველიშვილი | ბაკალავრიატი | | | მეცნიერი, არჩილ ფრანგიშვილი | ბაკალავრიატი | | | გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის | | | | დეკემბერი | CGSC | | | თავმჯდომარე, თენგიზ ფხალაძე | | | | სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ | CGSC | | | სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი | | | | საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთო- | CGSC | | | ბების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი | | | | ფიბურა 8.3: ეჩრ36ጋღი თავლავის აკანემიის მამსწი სტუმპირები სოპ | | | ეროვნული თავდაცვის აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოურ სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. 2013 წლის სექტემბერში მან დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. მუშავდება სფეროში თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა. თანამშრომლობა მიმდინარეობს ბალტიისპირეთის სახელმწიფოების თავდაცვის უნივერსიტეტებთანაც. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაცნობითი სახის ვიზიტები შედგა ესტონეთის და ლატვიის სამხედრო სასწავლებლებში. აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელშეწყობით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მოვლენილ ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის დახმარებით (GDIT), აკადემია განაგრძობს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების და აკადემიის მართვის სისტემის განვითარებაზე მუშაობას. კიდევ ერთი ამერიკული საკონსულტაციო ჯგუფის, Cubic-ის პროგრამის ფარგლებში გრძელდება სამეთაურო-საშტაბო სკოლის განვითარება. ამ ჯგუფებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ აკადემიის გაძლიერებაში. მიმდინარეობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიის აქტიურად თანამშრომლობა ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამასთან (DEEP). 2013 წლის აპრილში აკადემიაში DEEP-ის დელეგაციის ვიზიტის დროს შემუშავდა DEEP-აკადემიის 20132014 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება სტუდენტების შეფასებასთან, სწავლის ეფექტიან მეთოდებთან და კურიკულუმების დახვეწასთან დაკავშირებით. ეროვნული თავდაცვის აკადემია ასევე თანამშრომლობს ნატოს პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმთანაც" (PfP-C). კონსორციუმის უმაღლეს მრჩეველთა საბჭოში საქართველო როტაციის წესით 2012 წელს აირჩიეს და ამ სტატუსს დღესაც ინარჩუნებს. 2013 წლის 14-16 მარტს თბილისში ჩატარდა PfP-C-ის სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტა- ## ਦਰੇ ბილურობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. დღესდღეობით PfP-C აკადემიას დისტანციური სწავლების დანერგვაში ეხმარება. ეროვნული თავდაცვის აკადემია ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ინტენსიურად მუშაობს გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებისა და სასწავლო კურსების დაგეგმვასა და განხორციელებაზეც. 2013 წელს აკადემიის კურსანტებმა მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო აკადემიაში, აშშ-ის სამხედრო აკადემია "ვესტ პოინტსა" და თურქეთის სახმელეთო-სამხედრო სასწავლებელში არსებულ სასწავლო პროგრამებში და ლატვიის თავდაცვის აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში. აკადემიაში ჩამოსულები იყვნენ კურსანტები აშშ-ს საპაერო თავდაცვის აკადემიიდან და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო აკადემიიდან. ## 8.4.1. უმცროს ოფიცერთა სკოლა წარმატებით ჩატარდა უმცროს ოფიცერთა სკოლის კურსები. 2013 წელს ეს კურსები 122-მა ოფიცერმა გაიარა: | | კურსის დასახელება | მსმენელთა რაოდენობა 2013 წელს | |---------------------------------|---------------------|---------------------------------| | ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი | 86 ოფიცერი | | | კავშირგაბმულობის ოფიცერთა | 18 ოფიცერი | | | მომზადების კურსი | | | | საარტილერიო ოფიცერთა | 10 ოფიცერი | | | მომზადების კურსი | | | | სამხედრო-ინჟინერთა ოფიცერთა | 8 ოფიცერი | | | მომზადების ძირითადი კურსი | | | ფიბუh) 8.4: ጋმსհოს ოფበსეhთა სუოღის ## 8.4.2. კაპიტნის საკარიერო სკოლა 2013 წლის იანვრიდან ივნისამდე კაპიტნის საკარიერო სკოლაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ღონისძიება სასწავლო პროგრამების ოპტიმიზაციის, ინსტრუქტორების მოზიდვისა და გადამზადების მიზნით. გაუმჯობესდა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 2013 წელს სკოლა 95-მა მსმენელმა დაასრულა. | კურსის დასახელება | მსმენელთა რაოდენობა | |-------------------------------------|-----------------------| | მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი | 30 ოფიცერი | | არტილერიის კაპიტნის საკარიერო კურსი | 11 ოფიცერი | | დაზვერვის კაპიტნის საკარიერო კურსი | 11 ოფიცერი | | კავშირგაბმულობის კაპიტნის | 8 ოფიცერი | | საკარიერო კურსი | | | პერსონალის კაპიტნის საკარიერო კურსი | 10 ოფიცერი | | საინჟინრო კაპიტნის საკარიერო კურსი | 5 ოფიცერი | ამჟამად სწავლა მიმდინარეობს შემდეგ სპეციალობებზე და შემდეგი რაოდენობის მსმენელებით: ფიბუჩა 8.5: ## 8.4.3. ავიაციის და საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა ძირითადი მომზადების სკოლა 2013 წელს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა ძირითადი მომზადების სკოლის კურსი ავიაციის 10-მა და საჰაერო თავდაცვის 12-მა უმცროსმა სპეციალისტმა დაამთავრა. დაგეგმილია საჰაერო თავდაცვის უმცროს სპეციალისტთა მომზადება და ავიაციის უმცროს სპეციალისტთა სწავლების დაწყება. ## 71 8.4.4. სამეთაურო საშტაბო სკოლა 2013 წლის იანვრის დასაწყისიდან წლის ბოლომდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცრებისათვის სამეთაურო-საშტაბო მეცადინეობები მიმდინარეობდა. მათ დიდ ნაწილს სამეთაურო-საშტაბო სკოლის ინსტრუქტორები ატარებდნენ. 2013 წლის 16 სექტემბერს სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსზე ჩაირიცხა 31 მსმენელი, მათ შორის, 29 სამხედრო მოსამსახურე და 2 სამოქალაქო პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან. კურსის დასრულების თარიღია 2014 წლის 26 ივლისი. ## 8.4.5. ენობრივი მომზადების სკოლა ენობრივი მომზადების სკოლაში ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული, სპარსული და რუსული ენები შეისწავლება. ამჟამად 371 მსმენელი გადის ინტენსიურ კურსს, ხოლო 45 - არაინტენსიურს. ჯამში სკოლას 416 მსმენელი ჰყავს. აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ენის გაკვეთილებიც ჩაატარა. ## 8.4.6. პროფესიული განვითარების ცენტრი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებული პროფესიული განვითარების ცენტრი აკადემიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის და თავდაცვის სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს. ამისთვის ცენტრი სწავლობს და აანალიზებს არსებულ საჭიროებებს, მათი გათვალისწინებით გეგმავს და ახორციელებს პროფესიული განვითარების პროგრამებს (კონსულტაციები, ტრენინგები, სემინარები და სხვა) და აფასებს მათ ეფექტიანობას. 2013 წელს მომზადდა და დამტკიცდა პროფესიული განვითარების ცენტრის დებულება და განვითარების ხედვა. შეიქმნა ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც თავდაცვის მინისტრის მოადგილე, აკადემიის რექტორი, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შედიან. შექმნის დღიდან პირველად, ცენტრს გამოეყო საკუთარი ბიუჯეტი 100 000 ლარის ოდენობით. პროფესიული განვითარების ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობს ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (PDP). ეს პროგრამა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ამ სექტორის განვითარებაზეა ორიენტირებული. პარალელურად ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის გაძლიერებაზე მუშაობს. მას შემდეგ, რაც ეს ცენტრი საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად სრულყოფს, ის PDP-ის ფუნქციას სრულად გადაიბარებს და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს დამოუკიდებლად მოემსახურება. 2013 წელს პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პირველად განხორციელდა ტრენინგების საჭიროებების ანალიზი. გამოიკითხნენ თანამშრომლები (თავდაცვის სამინისტროს 154 თანამშრომელი და ეროვნული თავდაცვის აკადემიის 372 თანამშრომელი), და ხელმძღვანელი პირები, დამუშავდა სამინისტროსა და აკადემიის სტრატეგიული დოკუმენტები და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შემუშავდა ტრენინგების საჭიროებების პრიორიტეტების ჩამონათვალი. PDP-სთან ერთად პროფესიული განვითარების ცენტრმა 2013 წელს გაუკეთა ორგანიზება უმაღლესი თავდაცვის კურსსა და ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის ექვსთვიან კურსს. სულ 2013 წელს პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა 216-მა ადამიანმა მიიღო. 2014 წლიდან პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე შეიქმნება "კეთილსინდისიერების ამაღლების" (BI), კურსი, რომელიც უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო და სამხედრო პერსონალზე იქნება ორიენტირებული და მათ ანტიკორუფციულ განათლებას შეუწყობს ხელს. კურსს ქართველი ტრენერები წაუძღვებიან. პროფესიული განვითარების ცენტრის დახმარებით ისინი სპეციალურ მომზადებას (TOT), გაივლიან და ტრენერის უნარ-ჩვევებს განივითარებენ. 2013 წელს დაიწყო მუშაობა დისტანციური სწავლების სისტემის (ADL), დანერგვაზე. პროფესიული განვითარების ცენტრი ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PfP) კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის წევრია. 2013 წელს შემუშავდა დისტანციური სწავლების დანერგვის ხედვის დოკუმენტის პროექტი, შესყიდულ იქნა სერვერი და ჩაიტვირთა აღნიშნული სისტემის ქართული ვერსია. ჩაეშვა პირველი საპილოტე კურსი და დაიტესტა სისტემა. დაგეგმილია 2014 წელს ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის ფორმატში დისტანციური სწავლების კომპონენტის ინტეგრირება. ამ კომპონენტზე მუშაობის პროცესში პროფესიული განვითარების ცენტრს მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამა (DEEP), ასევე, ესტონელი და პოლონელი პარტნიორები. აღსანიშნავია, რომ ეროვნული თავდაცვის პროფესიული განვითარების ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საჯარო სექტორში არსებულ სხვა ტრენინგ-ცენტრებთან, პარგნიორ ქვეყნებში არსებულ სასწავლო ცენტრებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. 2013 წელს პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივით გაიმართა საჯარო სექტორის ტრენინგ-ცენტრების პირველი საკოორდინაციო შეხვედრა, რომელზეც ცენტრებმა ერთმანეთს თავიანთი საქმიანობა და გამოცდილება გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაში 9 ცენტრის 30-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. გადაწყდა, რომ მსგავსი საკოორდინაციო შეხვედრები რეგულარულად ჩატარდეს. ამ ინიციატივას პრაქტიკული განხორციელებაც მოჰყვა. სასწავლო ცენტრების ხელმძღვანელები თვეში ერთხელ იკრიბებიან და მიმდინარე პერიოდისთვის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. ## 8.5. საწყისი სამხედრო განათლება საქართველოს სამხედრო განათლების პირველი საფეხური კადეტთა სამხედრო ლიცეუმია. ის 2010 წლის 2 აგვისტოს დაფუძნდა და იმავე წლის სექტემბერში გაიხსნა. დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ქართულ საშუალო სკოლებს შორის. გასულ წელს ლიცეუმი 89 კადეტმა დაამთავრა. ოთხ წარჩინებულ კადეტს ვერცხლის მედლები გადაეცა. ოთხმა - თურქეთის თავდაცვის აკადემიაში გააგრძელა სწავლა. ამჟამად ლიცეუმში 280 კადეტია: | კურსი | მსმენელთა რაოდენობა | |-------------------------|-----------------------| | l კურსი (მე-10 კლასი) | 114 კადეტი | | II კურსი (მე-11 კლასი) | 99 კადეტი | | III კურსი (მე-12 კლასი) | 67 კადეტი | ფՈბუհ) 8.6: ♪)୧ጋษ์თა სპმხელო ԸՈՄጋጋგՈს ♪ブիსებՈ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმისა და დამატებითი სამხედრო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს. ლიცეუმის ერთ-ერთი ძირითადი მიზა- ნი კადეტებში სამხედრო სამსახურის სიყვარულის და ოფიცრის პროფესიის დაუფლებისკენ მისწრაფების გაღვივებაა. კადეტები აქტიურად მონანილეობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში. ლიცეუმის პერსონალი აქტიურადაა ჩართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სწავლებებში. ## 9. სოციალური და სამედიცინო უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას და ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების სათანადოდ დაფასებას. ამისათვის 2013 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ## 9.1. ფინანსური მხარდაჭერა 2013 წლის დასაწყისში გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის ხელფასები: ISAF-ის მისიაში მონანილე სამხედროებს - 300 აშშ დოლარით, სხვებს - 25%-ით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალს - 20%-ით. 2013 წლის დასაწყისში შეიქმნა სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველი კომისია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ წერილებს განიხილავს და შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში ეხმარება განმცხადებლებს. 2013 წლის განმავლობაში კომისია მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, მძიმედ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს 5 302 102 მილიონი ლარით დაეხმარა. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას გარდაცვლილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის, ფინანსური და სოციალური დახმარების გარდა, განხორციელდა სხვადასხვა სახის მხარდაჭერის პროგრამები, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმება, საცხოვრებე- ლი ფართით უზრუნველყოფა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარება და სხვა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი ფინანსური კომპენსაცია 2014 წლის დასაწყისიდან 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ასეთ მისიებში მონაწილეობის დროს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის ახალი - ყოველთვიური, 500 ლარიანი კომპენსაცია დაწესდა. 2015 წლიდან ეს კომპენსაცია 1000 ლარამდე გაიზრდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს და სამოქალაქო პერსონალს, რომლებმაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას კიდური დაკარგეს ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭათ, დადგენილ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 200 ლარის ოდენობით. ## 9.2. დაჭრილ მეომართა რეაბილიტაცია დაჭრილ მეომართა რეაბილიტაციისთვის ამოქმედდა ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეების დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მათ ჯერ სპეციალურ გადამზადებას და შემდეგ დასაქმებას სთავაზობს. ეროვნული თავდაცვის აკადემია ახორციელებს დაჭრილი მეომრების სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროგრამას. დაჭრილი მეომრები აკადემიაში ინგლისური ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კურსებს გადიან. აღნიშნულ პროგრამაში აქტიურადაა ჩართული ამერიკული მხარე. ამჟამად აკადემიაში 11 სამხედრო მოსამსახურე სწავლობს. ისინი აკადემიის სიმულაციურ ცენტრში დასაქმდებიან. 2013 წლის 16 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ამერიკელმა თერაპევტებმა განახორციელეს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო დათვალიერება. დაიგეგმა ოპერაციებისა და მკურნალობის კურსის აშშ-ში ჩატარება. თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი, რომლის ფარგლებშიც 2013 წელს განხორციელდა ISAF-ის მისიაში მონაწილე პირადი შემადგენლობის გადასროლისწინა და დაბრუნებისშემდგომი ფსიქოდიაგნოსტიკა. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმართება სამშვიდობო მისიაში და სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობისას დაჭრილ და დასახიჩრებულ პირად შემადგენლობასთან ფსიქო-კორექციული შეხვედრები. 2013 წლის აგვისტოში თავდაცვის სამინისტროს გადაეცა პრეზიდენტის წეროვანის რეზიდენცია, რომელიც რეაბილიტაციის ცენტრად გადაკეთდა. 2014 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალური სარეაბილიტაციო კურსები ოჯახის წევრებთან ერთად გაიარონ. ისინი ცენტრში ცალკეული სამედიცინო ბატალიონის სამედიცინო პერსონალის და ფსიქოლოგების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება შესაბამისი პროფილის ექიმის ადგილზე გამოძახებაც. ## 81 9.3. საცხოვრებელი პირობები 2013 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 834 სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, 769 მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს, 43 მძიმედ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული 22 სამხედრო მოსამსახურის ოჯახს), უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, ხოლო 39 სამხედრო მოსამსახურეს გამოეყო ბინები სამსახურებრივი სარგებლობისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის სხვადასხვა გასართობ და დასასვენებელ პროგრამას ახორციელებს. ## სამხედრო მოსამსახურეთა კვება 9.4. 2013 წელს აქცენტი სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი პირობების გაუმჯობესებასა და კვების ხარისხის კონტროლზე გაკეთდა. შემუშავდა ახალი სტრატეგია სამხედრო მოსამსახურეების შეიცვალა "ქართული სტრუქტურა. დაიწყო ინტენსიური სარემონტო სამუშაოები სასადილოების მოსაწესრიგებლად. სასადილოებში შეიტანეს ახალი, თანამედროვე სასადილო ინვენტარი და დანადგარები. გამკაცრდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი. სასადილოების მომსახურე პერსონალს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგები ჩაუტარდა. პროდუქციის შესყიდვის კუთხითაც ახალი მიდგომები დაინერგა: თუ გასულ წლებში ერთპიროვნულად წყდებოდა თუ რომელი მომწოდებლისგან უნდა შეძენილიყო ესა თუ ის პროდუქტი, 2013 წელს ეს პრაქტიკა შეიცვალა და შესყიდვები ტენდერების გამოცხადების გზით, ელექტრონული სისტემის საფუძველზე ხორციელდება. ეს ხელს უწყობს როგორც შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას, ისე შესყიდული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტრო დღესაც აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან. ## სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა 9.5. 2013 წელს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დარღვევების ფაქტების მოკვლევასა და შესაბამის რეაგირებაზე. ასევე, 2013 წლიდან ამოქმედდა გენერალური ინსპექციის "ცხელი ხაზი", რომელიც 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს. ყველა სამხედრო ნანილში განთავსდა გენერალური ინსპექციის სპეციალური ყუთები, რომელთა მეშვეობითაც სამხედრო მოსამსახურეებს საშუალება აქვთ, ინსპექციას საჩივრები და მოსაზრებები მიანოდონ (მათ შორის, ანონიმურადაც). ## 9.6. ვეტერანთა პირობების გაუმჯობესება ვეტერანთა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებისა და ვეტერანთა სოციალური დაცვის საკითხთა სამთავრობო კომისია. მიღებულია კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც 2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რომელიც საქართველოს მთავრობას ექვემდებარება. ასეთი სტატუსი სამსახურს მისცემს შესაძლებლობას, ვეტერანებს უფრო კომპლექსური და ეფექტიანი მომსახურება გაუწიოს. ## 83 სამედიცინო უზრუნველყოფა 9.7. 2013 წელს გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი: 2012 წლის ბოლომდე სამხედრო მოსამსახურე 6,2 ლარიანი სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდა, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრი - 120 ლარიანით; ახალი სისტემით რიგით სამხედრო მოსამსახურეს და მინისტრს ერთნაირი პაკეტი აქვთ. ![83_image_0.png](83_image_0.png) ფიბუհ) 9.1: ბანსს3)3ება სპჷზღვევო პარესებს შოხის 2012 წლემბ 2013 წლის დეკემბერში დასრულდა მუშაობა პროექტზზე, რომელიც სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაჭრილი იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომლებმაც კიდური დაკარგეს, თანამედროვე ტიპის პროთეზების (ხელის მიკრო-ელექტრო პროთეზები და მუხლის ბიონიკური X-3 პროთეზები), დაყენებას ითვალისწინებს. ამ პროცედურისა და შემდგომი რეაბილიტაციის გავლისათვის აშშ-ში გაემგზავრება 19 სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც დაკარგეს ქვედა კიდური მთლიანად ან მუხლის ზევით. პირველ ეტაპზე აშშ-ში გაემგზავრა 8 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც პროთეზირების კურსის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად ჩაენაცვლება პაციენტთა შემდეგი ნაკადი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით მიღებულია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანების ფინანსურ უზრუნველყოფას და მათთვის განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმის– აწვდომობას ითვალისწინებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის ნევრები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სამედიცინო დახმარებით, რომელიც მათ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაეწევათ. ამჟამად ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა დასავლური სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნისა და გორის სამხედრო ჰოსპიტლის შესაძლებლობების განვითარებისათვის. გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეისყიდა თანამედროვე აპარატურა, კერძოდ, ანგიოგრაფი, ლითოტრიპტერის აპარატი, ციფრული რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, მაგნიტურ-რეზონანსული კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი და ექოსკოპიის სამი სახის აპარატი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით გამოცხადდა ელექტრონული ტენდერები გორის სამხედრო ჰოსპიტლის გულის კათეტერიზაციის ლაბორატორიისა და კარდიოლოგიური განყოფილების სამედიცინო აპარატურით სრულად აღჭურვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ულტრაბგერითი აპარატურისა და ციფრული რენტგენის შესყიდვის მიზნით. 2014-2018 წლებში ყურადღება ძირითადად გორის სამხედრო ჰოსპიტლის ადამიანური რესურსების გაძლიერებაზე გამახ- ვილდება. ეს გულისხმობს კვალიფიციური სამედიცინო და დამხმარე პერსონალისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნას, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის მექანიზმების სრულყოფას, რაც განაპირობებს ჰოსპიტლის მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამუშავდა რეაბილიტაციის კურსები წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მათი კომფორტისთვის ყველა პირობაა შექმნილი. წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში სამხედრო მოსამსახურეები მათი ოჯახის წევრებთან ერთად ცალკეული სამედიცინო ბატალიონის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მათ სადღელამისო სამედიცინო მომსახურებას ფსიქოლოგებიც უწევენ. სამხედრო მოსამსახურეები ოჯახებთან ერთად ეტაპობრივად გადიან ათდღიან რეაბილიტაციის კურსს და ისვენებენ. საამისოდ ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულია რეაბილიტაციის კურსისთვის აუცილებელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი და კეთილმოწყობილი სასადილო. 2014 წლისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრის ადაპტირებას და მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვას გეგმავს, 2015 წლიდან კი ცენტრის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. # 10. ფინანსური ანგარიში 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის საჭიროებისთვის 660 მილიონი ლარი გამოიყო (იხ. ფიგურა 10.1). ჩატარდა ყველა დაგეგმილი წვრთნა და სწავლება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამედიცინო და სოციალური დახმარება გაენიათ დაჭრილებს და დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა უმრავლესობას ხელფასები გაეზარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელფასო განაკვეთების რეფორმირების შედეგად 2013 წლის 1 თებერვლიდან გაუქმდა უწყებაში არსებული ცალკეული დანამატები. რესურსების ეკონომიის ხარჯზე სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა თანამდებობრივი სარგო 25%-ით გაიზარდა, ხოლო სამოქალაქო პერსონალის თანამდებობრივი სარგო - 20%-ით. ამასთანავე, რეფორმის სრულყოფისათვის განისაზღვრა ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურის (პოლკოვნიკი, ვიცე-პოლკოვნიკი, მასტერ სერჟანტი), კატეგორიები და მათ თანამდებობის შესაბამისი ანაზღაურება დაუწესდათ. 2013 წლის იანვრიდან გაიზარდა ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა და ავღანეთში სამოქალაქო პერსონალის სტატუსით ნარგზავნილ პირთა ყოველთვიური სამივლინებო ნორმები. 2013 წელს განხორციელდა პირველადი გათვლები წოდებრივ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ასევე დამტკიცდა წოდებრივ ანაზღაურებაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა. ხორციელდება ქვეპროგრამებისა და პროგრამული ბიუჯეტის ელემენტების დახვეწა. პროგრამული ბიუჯეტის ელემენტების განსაზღვრისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ნატოს ქვეყნებში არსებული პრაქტიკა. პროგრამული ბიუჯეტის | კატევორიეზი | 2013 გეგმა | 1 28- | 11 28. | 111 28 | N 28- | |-------------------------------------------|--------------|-------------|-------------|-------------|-------------| | 669 208 636 | 131 343 870 | 140 602 407 | 170 419 130 | 226 843 229 | | | თავდაცვის სამინისტრო | | | | | | | შრომის | 382 640 270 | 85 488 926 | 91 368 273 | 97 636 608 | 108 146 463 | | ანაზღაურება | | | | | | | საქონელი და | 207 883 348 | 41 425 621 | 38 922 429 | 58 995 847 | 68 539 451 | | მონსახურება | | | | | | | სუმსიდიები | 2 467 735 | 790 253 | 0 | 1 677 482 | 0 | | გრანტები | 14 305 | 14 305 | 0 | 0 | 0 | | სოვიალური | 8 327 230 | 562 800 | 4 312 700 | 2 091 880 | 1 359 850 | | უზრუნველეოფა | | | | | | | სხვა ხარულზი | 9 155 731 | 1 483 375 | 2 518 675 | 2 405 889 | 2 747 792 | | არაფინანსური | 58 633 781 | 1 578 590 | 3 480 330 | 7 606 685 | 45 968 176 | | აქტივების ზრდა | | | | | | | ვალდებულების | 86 236 | o | 0 | 4 739 | 81 497 | | 300000 | | | | | | | 10.1: 2013 6013 6013 6011 10.12 10.1 2013 | | | | | | შედგენა ხელს შეუწყობს რესურსების ეფექტურ განაწილებას და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას. რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით თავდაცვა ქვეყნის უსაფრთხო და სტაბილური განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. 2013 წელს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორებით გათვალისნინებული 6%-იანი ზრდა მოსალოდნელ ნიშნულს ვერ მიუახლოვდა, რამაც გავლენა მოახდინა თავდაცვის სფეროს საბიუჯეტო ასიგნებაზე და პროგნოზირებადი 720 მილიონი ლარის ნაცვლად 660 მილიონი ლარი გამოიყო. მაკროეკონომიკური პარამეტრების ცვლილებამ თავდაცვის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების შემცირება გამოიწვია (იხ. აღნიშნული დინამიკა ფიგურებში 10.2 და 10.3). ![88_image_0.png](88_image_0.png) ![88_image_1.png](88_image_1.png) ფიბუh) 10.2: თუ32)V3ՈՆ ბՈጋXጋծՈՆ 2015)მՈՒՆ 2004 წCՈԲշ6 2017 წლამ၉၁ | 2004 | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | | |-----------------|--------|--------|--------|--------|--------|--------|-------| | წელი | | | | | | | | | ნომინალური მშპ | 9824 | 11621 | 16994 | 17986 | 20743 | | | | 13790 | 19075 | | | | | | | | (მლნ ლარი) | | | | | | | | | თავდაცვის | | | | | | | | | ිංප්‍යාපාරය | 172 | 367 | ୧୫4 | 1495 | 1547 | 869 | 728 | | (მლნ ლარი) | | | | | | | | | თავდაცვის | | | | | | | | | ზიჟულტის % | 1,80% | 3,20% | 5,00% | 8,80% | 8,10% | 4,80% | 3,50% | | ნომინალური მნმპ | | | | | | | | | დან | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | | წელი | | | | | | | | | ნომინალური მშპ | 24344 | 26167 | 27009 | 29352 | 31745 | 34332 | 37130 | | (მლნ ლარი) | | | | | | | | | თავდაცვის | | | | | | | | | රිංප්‍රාදාලං | 728 | 734 | 660 | ୧୧୦ | 700 | 730 | 760 | | (მლნ ლარი) | | | | | | | | | თავდაცვის | | | | | | | | | ზიჟულტის % | 3,00% | 2,80% | 2,40% | 2,20% | 2,20% | 2,10% | 2,00% | | ნომინალური მშპ- | | | | | | | | | დან | | | | | | | | ფიბუh) 10.3: 6ომበნალური მშპ ୧) თავლასვის ბიუკეტი საბიუჯეტო დაგეგმვისა და ფინანსური აღრიცხვის გასაუმჯობესებლად საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავალებით მომზადდა ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის, დაგეგმვის სირთულეებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ. 2014 წლისთვის დაგეგმილია პროცესში მონანილე დეპარტამენტების თანამშრომელთათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ტრენინგის ჩატარება. გადამზადებული პირები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებაში. სააღრიცხვო პოლიტიკას საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და სხვა სამსახურებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია თავდაცვის სამინისტროში მოწვეულ იქნენ ფინანსთა სამინისტროს ან/და საკონსულტაციო (აუდიტორული) საზოგადოების წარმომადგენლები. მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს "სასაქონლო მარაგების სისტემურ ელექტრონულ ლექსიკონზე". ეს ლექსიკონი მოახდენს საქონლის კლასიფიცირებას და აღმოფხვრის ისეთ ხარვეზს, როგორიცაა ცდომილება შესყიდული სასაქონლო მარაგების ჩამონათვალსა და სანყობში აღსარიცხი სასაქონლო მარაგების ჩამონათვალს შორის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინა შემდეგი ინფორმაცია: ■ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2011-2012 წლების შეფასება და ინფორმაცია 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ; ■ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014-2017 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ; ■ 2014 წლისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულთა რიცხოვნობისა და 2014-2017 წლების ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ. # 11. ინსტიტუციური ცვლილებები საქართველოს თავდაცვის სისტემის განვითარება კარგად გააზრებული და გეგმაზომიერი ცვლილებებისა და ინოვაციების დანერგვას საჭიროებს. ინსტიტუციური რეფორმების თანმიმდევრულად განხორციელებით და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის გაზრდის თავდაცვის სისტემის ეფექტიანობას და აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ## 11.1. კანონმდებლობა 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო თავდაცვის გადახედვის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მოქმედი კანონების განახლებას, მათში აუცილებელი ცვლილებების შეტანას და თავდაცვის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხების უკეთ რეგულირებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 20-ზე მეტ კანონსა და 100-ზე მეტ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს გადახედა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტები შეიმუშავა. გამჭვირვალობის გაზრდისა და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით შეტანილ იქნა ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შემდეგ კანონებში: | კანონის | შედეგი | | |------------------------------------------|--------------------------------------------------|--------| | სახელწოდება | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართ- | | | | ველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების | | | | კომიტეტს ნარუდგენს ინფორმაციას განსახორ- | | | საქართველოს | ციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის | | | კანონი " | შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურებ- | | | საქართველოს | ის სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 მილიონ | | | თავდაცვის | ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო | | | შესახებ" | ღირებულება - 4 მილიონ ლარს, აგრეთვე ნელინადში | | | | არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმ- | | | | წიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელე- | | | | ბული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. | | | | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | ნდობის | | | ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელ- | | | საქართველოს | ებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, | | | კანონი "ნდობის | თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუ- | | | ჯგუფის შესახებ" | დო ღირებულება აღემატება 2 მილიონ ლარს, ხოლო | | | | სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება - 4 | | | | მილიონ ლარს. | | | ფიბუh) 11.1: ½)ნონებში პსპԵጋԸበ წვლიებები | | | 2013 წლის ბოლოსთვის დასრულდა მუშაობა საქართველოს კანონზე "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ". კანონის მიზანია, დაიცვას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება აღნიშნული პროდუქციის ბრუნვაზე ეროვნული კონტროლის დაწესების გზით და ხელი შეუნყოს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას გაეროს ფარგლებში არსებული ვალდებულებებისა და პრინციპების შესაბამისად. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და ინსტიტუციური რეფორმების მხარდასაჭერად მომზადდა შემდეგი კანონპროექტები: "სამხედრო პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში ■ ცვლილების შეტანის თაობაზე; "შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "თავდაცვის დაგეგმვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "მობილიზაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ■ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 15-დან 12 თვემდე შემცირდა). ## 11.2. თავდაცვის მატერიალური რესურსების მართვა საქართველოს რესურსების მართვის სისტემის შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, 2012-2013 წლებში შეიქმნა/განახლდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. დამტკიცდა თავდაცვის რესურსების მართვის კონცეფცია. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროს ზოგად ხედვას მატერიალური რესურსების მართვის სფეროში. შემუშავდა თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოს პროექტი, რომელიც მოიცავს მითითებებს/მეთოდოლოგიას სშძის შესაძლებლობების განვითარებისათვის და განსაზღვრავს შესაბამის პროგრამებს 2015-2018 საბიუჯეტო წლებისათვის საპროგნოზო ფინანსური "ჭერის" და პირადი შემადგენლობის ზღვრული რაოდენობის მიხედვით. მიმდინარეობს მუშაობა დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის სახელმძღვანელოზე. ამ დოკუმენტის მიზანია თავდაცვის რესურსების მართვის პროცესში მონაწილე სტრუქტურული ერთეულების და პროცესზე პასუხისმგებელი პერსონალის და პროგრამის მენეჯერების ფუნქცია-მოვალეობების, განსახორციელებელი ღონისძიებების, განხორციელების ვადების, მოსალოდნელი შედეგების წარდგენის ფორმატის და რესურსების მოთხოვნის, გამოყოფისა და ხარჯვის ადეკვატური კონტროლის მექანიზმების დეტალურად განსაზღვრა. "ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით" განსაზღვრული პროცესის ფარგლებში 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და დადგენილი ფორმით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინა 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც მოიცავდა თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რვა პროგრამას: 1 ـ 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნა; სამხედრო პროფესიონალიზმის ამაღლება; საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება; სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; საწყისი სამხედრო განათლების განვითარება; უმაღლესი სამხედრო განათლების განვითარება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; თავდაცვის სფეროში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა. თავდაცვის რესურსების მართვის პროცესში მონაწილე პერსონალის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2012-2013 წლებში აშშ-ის თავდაცვის ინსტიტუტის განვითარების მრჩეველთა ჯგუფმა (Defence Institution Building Team - DIB Team), გამართა სემინარები და ტრენინგები ბიუჯეტის შემუშავებისა და გრძელვადიანი შესყიდვების დაგეგმვის საკითხებზე. ## તેર 11.3. შიდა აუდიტი 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ექვემდებარება, მის წინაშეა ანგარიშვალდებული. დეპარტამენტის მიზანია, შეაფასოს და გამოავლინოს თავდაცვის სისტემაში არსებული სტრატეგიული, ფინანსური, ტექნოლოგიური უსაფრთხოების, რეპუტაციული, საოპერაციო და კონტროლის რისკები და შეიმუშაოს რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად. იმის გათვალისწინებით, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტი წლის ბოლოს შეიქმნა, მისი სრულად ჩამოყალიბება და განვითარება 2014 წელს მოხდება. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები ღია კონკურსის წესით შეირჩევიან. ისინი სპეციალურ ტრენინგს გაივლიან და ჯერ დეპარტამენტის განვითარებისა და საქმიანობის სამოქმედო გეგმებს მოამზადებენ, შემდეგ კი საპილოტო აუდიტს განახორციელებენ. ## გენერალური ინსპექცია 11.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია თავდაცვის სისტემაში შიდა უწყებრივ კონტროლზეა პასუხისმგებელი. მისი ძირითადი ფუნქციებია სამინისტროს სისტემაში ბრივ გადაცდომებზე შესაბამისი რეაგირება, დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა და პრევენცია. 2013 წლის 30 მაისიდან ამოქმედდა გენერალური ინსპექციის "ცხელი ხაზი", რომელიც 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს. ყველა სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილზე განთავსებულია გენერალური ინსპექციის "ცხელი ხაზის" სპეციალური ყუთები, რომელთა მეშვეობითაც სამხედრო მოსამსახურეები გენერალურ ინსპექციას აწვდიან საჩივრებსა და მოსაზრებებს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: | 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 6 დეკემბრამდე | | |---------------------------------------------------------|--------------------------------------------------| | შემოწმებები | განხორციელდა 72 სამსახურებრივი შემოწმება. | | კორესპონდენციის სახით შემოვიდა 852 და გავიდა 761 | | | კორესპონდენცია | დოკუმენტი. | | განხილულ იქნა 107 საჩივარი/განცხადება, რის შედე- | | | გადაც პასუხი გაეგზავნა მომჩივანს/განმცხადებელს ან | | | საჩივარი/განცხადება რეაგირებისათვის გადაეგზავნა | | | საჩივრები | სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ან/ | | და სხვა სახელმწიფო უნყებას. | | | "ცხელი ხაზის" მეშვეობით მიღებულ იქნა 85 შე- | | | ტყობინება, რომლებზედაც მოხდა შესაბამისი რეაგირე- | | | ბა; შეტყობინების ავტორებს ჩაუტარდათ სათანადო | | | "ცხელი ხაზი" | კონსულტაცია ან გადამისამართდნენ სამინისტროს შეს- | | აბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში. | | ფიბუh) 11.2: სუქართველს თუ3ല♪ს3ის სპმინისახიოს ბენეჩ♪Ըጋիበ በ5სპექს(ՈՐՆ ԺՈՒՈՕ)ኃቂՈ საქმიანობა 2013 წლის ბანმავლობაში ## ინფორმაციული ტექნოლოგიები 11.5. 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინერგა ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ე.წ. "e-flow" სისტემით. ახალი სისტემის დანერგვამდე განხორციელდა არსებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის შესწავლა და მიღებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. საწყობების მართვის ელექტრონული პროგრამის შესაქმნელად განხორციელდა შესყიდვების, სასაქონლო მარაგების დასაწყობების, შიდა სასაწყობო ოპერაციების, განაწილებ- ის პროცესებისა და პროცედურების, ასევე ლოგისტიკისა და დაგეგმვის პროცესების აღწერა, რაც ერთი მხრივ, დადგენილი პროცედურების სტანდარტებად გარდაქმნის და, მეორე მხრივ - შესაბამისი ელექტრონული პროგრამებისა და მოდულების შემუშავებისთვის იყო აუცილებელი. 2014 წელს სასაქონლო მარაგების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულზე მუშაობა დასრულდება და ის რეალურ რეჟიმში გაიშვება. დაწყებულია მუშაობა ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული გააერთიანებს როგორც თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების სამოქალაქო პირთა და სამხედრო მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზას, ისე ბაზაში დაცული ინფორმაციის დამუშავების და სხვადასხვა კატეგორიებად დაჯგუფების სისტემებს. ## 11.6. საქმისწარმოება | | დოკუმენტბრუნვის ელექტრონული ბაზის შესაქმნელად | |--------------------|----------------------------------------------------------| | დოკუმენტბრუნვის | | | ელექტრონული | სამინისტროს არქივში არსებული დოკუმენტები დასკან- | | | ერდა, რის შედეგადაც დაჩქარა და გამარტივდა მათი ძიება. | | ბაზა | დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამა "e-flow"-ს | | დოკუმენტბრუნვის | დანერგვით გამარტივდა დოკუმენტბრუნვა (დაჩქარდა და | | ელექტრონული | გაუმჯობესდა ხარისხი) ძირითადი, რუტინული ამოცანები- | | პროგრამა "e-flow" | სა და აქტივობების ავტომატიზაციის გზით. | | საიდუმლო ინფორ- | განახლდა საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების თანამ- | | მაციასთან დაშვების | დებობათა ნომენკლატურა. გამკაცრდა საიდუმლო დოკუ- | | თანამდებობათა | მენტების მოძრაობის კონტროლი. | | ნომენკლატურა | იქმნება სამინისტროს არქივი, რომლის მიზანია სამინის- | | სამინისტროს | ტროში, შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყ- | | არქივი | ოფებსა და საჯარისო ნაწილებში არსებული დოკუმენტების | | | საარქივო დამუშავება და ცენტრალიზებულად შენახვა. | საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის გაადვილებისთვის 2013 წელს განხორციელდა შემდეგი ძირითადი ღონისძიებები: ## 11.7. უწყებათაშორისი თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან. 2013 წლის განმავლობაში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ შემდეგ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებსა და პროგრამებში: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი; ■ საქართველოს საფრთხეების შეფასების 2014-2017 წწ. დოკუმენტის შესამუშავებლად შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი; ■ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინიციატივით, კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის განსაზღვრის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინიციატივითა და კოორდინაციით, "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის" განახლების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი; ■ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და კოორდინაციით, საქართველოს "ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის" შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი ("ეროვნული ქბრბ ჯგუფი"); ■ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივითა და კოორდინაციით, "სახელმ- ![99_image_0.png](99_image_0.png) ![100_image_0.png](100_image_0.png) წიფო საიდუმლოების შესახებ", საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე", საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის - 42 ბრძანებულებისა და "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ", საქართველოს კანონის გადახედვის, განახლებისა და შემდგომი დახვეწის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი; ■ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში "ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიის", საგნის სტანდარტის გადამუშავების მიზნით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი; ■ საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს", მიერ განხორციელებული "ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულ ახალგაზრდებს შორის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და განმტკიცების ხელშეწყობის პროგრამა". # 12. ნატოსთან თავსებადობა ნატოში განევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. იგი საგრძნობლად გააუმჯობესებს ქვეყნის უსაფრთხოებას და განამტკიცებს მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დასახული მიზნები და განხორციელებული საქმიანობა მნიშვნელოვნად უნყობს ხელს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობას და ქვეყნის ნატოში განევრიანების პროცესს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება 2013 წელს ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა განსაკუთრებით პოზიტიურად შეაფასა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, რომელიც ალიანსში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანოა. 2013 წლის 26-27 ივნისს შედგა საბჭოს წარმომადგენელთა მესამე ვიზიტი საქართველოში. ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი და საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ გაზრდილი ნდობა და მისი მხარდაჭერა, აგრეთვე ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მნიშვნელობა. ## 103 12.1. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები საქართველო აქტიურად იყენებს ყველა ფორმატსა და მექანიზმს, რომელიც ნატოსთან მის დაახლოებას უწყობს ხელს. ესენია: ■ ნატო-საქართველოს კომისია (NGC) - კომისია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მთავარი ფორმატია. ეს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც იმართება სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრები. შედგა ნატო-საქართველოს კომისიის შვიდი სხდომა. ■ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP) - ყოველი წლის დასაწყისში განისაზღვრება და ეროვნულ დონეზე მტკიცდება ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონკრეტული ვალდებულებები. 2013 წლის შემოდგომაზე შედგა ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2013 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად. ■ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) დოკუმენტი - დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, ორ წელინადში ერთხელ განისაზღვრება პარტნიორობის მიზნები (Partnership Goals). ყოველი წლის შემოდგომაზე ნატოს შემფასებელთა ჯგუფი აფასებს აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში აღებულ ვალდებულებების შესრულებას. შეფასების დოკუმენტი განიხილება ნატოს შტაბბინაში ალიანსის წევრ ქვეყნებთან და მტკიცდება "დუმილის პროცედურის" მეშვეობით. ■ ნატოს სამხედრო გეგმა (MC+GEO Work Plan) - საქართველოს და ნატოს სამხედრო კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ფორმატში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამხედრო სამუშაო გეგმასა და მისი განხორციელების გეგმაზე. სამხედრო სამუშაო გეგმაში განსაზღვრულია ნატოსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. 2013 წლის ნოემბერში ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა შეაფასა ნატო-საქართველოს 2013 წლის სამხედრო სამუშაო გეგმა. შემუშავდა 2014-2015 წლის სამუშაო გეგმა. ინდივიდუალური პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროგრამა (IPCP) - პროგრამა სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სხვადასხვა სახის მოკლევადიან კურსებში, ტრენინგებში, კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებში მონაწილეობას ითვალისწინებს, რომლებიც ხელს უწყობენ პარტნიორობის მიზნებისა და ყოველნლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას. 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პროგრამით გათვალისნინებულ 145 ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ■ ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP) - პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებულ პროფესიული განვითარების ცენტრთან და ხელს უწყობს მისი შესაძლებლობების განვითარებას. ■ ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამა (DEEP) - პროგრამა ორიენტირებულია ეროვნული თავდაცვის აკადემიის განვითარებაზე, კერძოდ, ოთხწლიან საბაკალავრო სწავლებაზე. განიხილეს თანამშრომლობის DEEP-აკადემიის 2013-2014 წლის სამოქმედო გეგმა. გეგმით გათვალისწინებული ხორციელდება. ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA) პროგრამა - განაღმვის პროცესი საქართველოში 2003 წელს დაიწყო ნატოს მომსახურებისა და უზრუნველყოფის სააგენტოს (NAM- SA) პროგრამით. ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ნდობის ფონდის (Trust Fund) ფარგლებში დასრულდა სამი და დაგეგმილია ერთი პროექტის განხორციელება. ესენია: 1. "საქართველო I" - პროექტი მიზნად ისახავდა S-75 და კრუგის "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტების დემილიტარიზაციას. 2. "საქართველო II" - პროექტი ითვალისწინებდა "ალაზნისა" და "კრისტალის" ტიპის სეტყვასაწინააღმდეგო, აგრეთვე S-8 "მიწა-ჰაერი" ტიპის უმართავი საავიაციო რაკეტების დაშლასა და გაუვნებლებას. 3. "საქართველო III" - პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მესანგრეთა ასეულის ჰუმანიტარული განაღმვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებასა და აღჭურვას. 4. დაგეგმილია 2014 წელს მორიგი პროექტის "საქართველო IV" დაწყება, რომელიც ითვალისწინებს სოფელ სკრასთან ყოფილი საინჟინრო საწყობის მიმდებარე ტერიტორიის განმენდას. ■ ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივა (NATO CFI) - 2013 წელს მიღებულია გადაწყვეტილება ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. 2013 წლის დასაწყისში "ნატოს ოპერატიულ შესაძლებლობათა კონცეფციის შეფასებისა და ანალიზის პროგრამაში" (OCC E&F) პირველი ქვეითი ბრიგადის პირველი მსუბუქი ქვეითი ასეული განცხადდა. 2013 წლის ნოემბერში ქართველი ოფიცრებით დაკომპლექტებულმა შემფასებელთა ჯგუფმა ჩაატარა ასეულის პირველი დონის თვითშეფასება საველე სწავლების დროს. შეფასებას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ ნატოს წარმომადგენლები. იგივე ქვედანაყოფი შერჩეულია 2015 წლიდან ნატოს რეაგირების ძალებში (NATO Response Force 2015) მონაწილეობის მისაღებად. ■ გონივრული თავდაცვის ინიციატივა (Smart Defence Initiative) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განიხილავს ნატოს ახალი - გონივრული თავდაცვის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის საკითხს. პარტნიორ ქვეყნებთან მიმდინარეობს კონსულტაციები კონკრეტულ პროექტებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. ## 12.2. საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები (Isaf) ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში მონაწილეობა, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 2009 წელს დაიწყო ერთი ქვეითი ასეულით. ამჟამად კი ორი ქართული ქვეითი ბატალიონი (1600 სამხედრო მოსამსახურე), დაკისრებულ მისიას მაღალ დონეზე ასრულებს. სამშვიდობო მისიაში ჩართვამდე, ქართველი სამხედროები ექვსთვიან ინტენსიურ გადასროლისწინა სწავლებას (GDP) გადიან. ამ წვრთნას აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედრო ინსტრუქტორები ხელმძღვანელობენ. დამატებით ქართულ კონტინგენტს უტარდება ამოცანაზე ორიენტირებული ერთთვიანი სწავლება (MRE) გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში მდებარე გაერთიანებულ მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში (JMRC). აქვე ხდება ბატალიონის მომზადების დონის შეფასება. ქართველი სამხედროების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად საერთაშორისო მაღალ შეფასებას იმსახურებს. 2013 წლის მდგომარეობით, გადასროლისწინა წვრთნები 11 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. ავღანეთის მოსამსახურეები ასრულებენ სრული სპექტრის ოპერაციებს, ეროვნული შეზღუდვების გარეშე. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქართული მხარე 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს მონაწილეობას ავღანეთში დაგეგმილ ნატოს ახალ მისიაში - "გადამწყვეტი მხარდაჭერა" (Resolute Support). ქ. ქაბულში, საფრანგეთის სარდლობისადმი დაქვემდებარებული ქართული გაძლიერებული ოცეული მოსამსახურე,) 2013 წლის მაისიდან აშშ-ს სარდლობის დაქვემდებარებაში გადავიდა. ოცეულის მთავარი მისია Phoenix Camp-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციის განხორციელება და ლოგისტიკური და VIP ესკორტია. 2013 წლის სექტემბერში დასრულდა ქართველი სამხედრო ექიმის ბოლო, მე-13 როტაცია ლიტვის პროვინციული რეკონსტრუქციის ჯგუფში (RCT), სადაც ქართულმა კონტიგენტმა მონაწილეობა დაიწყო 2007 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ მისიაში მონაწილეობისთვის ერთი ქართველი ექიმი ნატოს მედლით დაჯილდოვდა, მეორემ კი ლიტვის შეიარაღებული ძალების მედალი მიიღო. ორი მეკავშირე ოფიცერი ქ. ქაბულში მდებარე დედაქალაქის რეგიონული სარდლობის შტაბში (RC-C), თურქულ კონტინგენტთან მსახურობს. ქ. ქაბულში წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ეროვნული სამხედრო წარმომადგენლობის ოფისი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრები ავღანეთში ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ (Post-ISAF 2014), საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტთან დაკავშირებით. ამის შედეგად, ნატოს შტაბბინას სხვადასხვა ფორმატში ნარედგინა პრეზენტაცია საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების შესახებ. ამჟამად აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მოკავშირეებთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. ## 12.3. ნატოსთან კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლა და დაცვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის სრული კონტროლისა და მართვის უზრუნველყოფის უსაფრთხო სისტემის შექმნაა. თავდაცვის სამინისტროს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების დეპარტამენტის საქმიანობა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათგან ერთ-ერთი უმთავრესია საიდუმლოების დაცვის სფეროში მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობის ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა. ამისათვის, სამინისტროში მუშავდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის პროცედურები და ინსტრუქციები. ნატოსთან კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო სისტემის ჩამოყალიბების და ამ ინფორმაციის სრული კონტროლისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო და მიმდინარეობს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების სისტემის გაფართოების პროცესი. # 13. საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თავ- | ორგანიზაცია | 2013 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები | |---------------|--------------------------------------------------------------| | | ეუთოს კონფლიქტების თავიდან აცილების ცენტრს მიეწოდა ყო- | | ევროპაში | ველწლიური ინფორმაცია თავდაცვის დაგეგმვისა და სამხედრო | | | ბიუჯეტის შესახებ და გასული წლის განმავლობაში ჭარბი, | | თანამშრომლო- | ამოღებული და განადგურებული მცირე შეიარაღების კატე- | | ბის და | გორიების, ქვეკატეგორიებისა და რაოდენობის შესახებ. ეუთოს | | უსაფრთხოების | მიერ შემოთავაზებულ იქნა "მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა | | ორგანიზაცვია | და კონვენციური იარალის დასაწყობების პროვრამის განხორ- | | | ციელების შესახებ", ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი, | | (OSCE) | რომელიც გადაიგ ზავნა უწყებებში და გაიარა შესაბამისი იურიდ- | | | იული და სხვა პროცედურები, რაც ეცნობა ეუთოს. | | | დასრულდა მუშაობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერ- | | | თიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში | | | ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს | | | მონაწილეობის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულების პროექტზე. ევ- | | ევროკავშირი | როკავშირის ერთიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) | | (EU) | ფარგლებში მიმდინარე ევროკავშირის სამხედრო ოპერაციებსა და | | | სამოქალაქო წვრთნების მისიებში (EUTM-MALI, EUCAP-NESTOR) | | | საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ვაკანტურ | | | თანამდებობებზე პერიოდულად შეირჩევა ქართველი სამხედრო | | | მოსამსახურეები და ხორციელდება შესაბამისი პროცედურები. | | | 2013 წლის განმავლობაში გაეროს მიენოდა თავდაცვის ბიუჯეტის | | | შესახებ ყოველწლიური ინფორმაცია და საბიუჯეტო საკითხებთან | | | დაკავშირებით საკონტაქტო პირის მონაცემები. მიმდინარეობს მუშა- | | გაერთიანებული | ობა სამშვიდობო ოპერაციებში ლოგისტიკურ და ტექნიკურ საკითხ– | | ერების | ებთან დაკავშირებით გაეროს სამდივნოდან მიღებულ კითხვარზე. | | | გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერა შე- | | ორგანიზაცვია | თანხმებას "ვადაგასული და გამოუსადეგარი შეიარაღების განად- | | (UN) | გურებისა და დემილიტარიზაციის ეროვნული შესაძლებლობების | | | განვითარების შესახებ". ზემოაღნიშნული შეთანხმება გულისხ- | | | მობს ჩამონერილი შეიარაღების განადგურებისა და დემილიტა- | | | რიზაციის ეროვნული შესაძლებლობების განვითარებას. | დაცვის სამინისტრომ ითანამშრომლოს პარტნიორ ქვეყნებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ნატოსთან თანამშრომლობის გარდა, 2013 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მუშაობდა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. ## 13.1. საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები 2013 წლის განმავლობაში ნატოსთან თავსებადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად ნატოსა და მის წევრ ქვეყნებთან გაფორმდა შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები: ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დიდი პრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ; ■ ტექნიკური შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბბინას შორის ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციებში სშძ-ის მონაწილეობის შესახებ; ■ შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს შორის შესყიდვებზე და მომსახურებაზე (საქართველო-აშშ - 02); შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ■ ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ## 13.2. ორმხრივი ურთიერთობები ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის იმართება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და სამინისტროს სხვა ოფიციალური პირების ოფიციალური ვიზიტები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში და სხვა სახელმწიფოებში. ამ ვიზიტების დროს შეხვედრებზე განიხილება თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები. ამერიკის შეერთებული შტატები - განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა. აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული "სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის" ფარგლებში, ეფექტიანად ვითარდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობა (Enhanced Defence Cooperation) სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მის ძირითად მიზანს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება წარმოადგენს. 2013 წლის აგვისტოში შედგა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა აშშ-ს თავდაცვის მდივანთან. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე. აშშ-ს მრჩეველთა ჯგუფების მრჩევლები ახორციელებენ დახმარებას გლებში. Cubic-ის მრჩეველთა ჯგუფი საკონსულტაციო დახმარებას უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებულ ძალებს. ირდებიან სტრატეგიულ და თავდაცვის დაგეგმვაზე, პროფესიულ სამხედრო განათლებაზე, ლოგისტიკასა და რესურსების მართვაზე. ასევე, დახმარებას უწევენ თავდაცვის ეროვნულ აკადემიას სამეთაურო-საშტაბო კურსის ჩამოყალიბებაში და კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკური სიმულაციების პროგრამის გამოყენება-უზრუნველყოფაში. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მუშაობს აშშ-ს მრჩეველთა ჯგუფი - General Dynamics Information Technologies. მისი წევრები ჩართულნი არიან აკადემიის ოთხწლიანი საბაკალავრო კურსის პროგრამების და ზოგადად, აკადემიის სასწავლო პროცესის დახვეწაში. თავდაცვის გრძელვადიანი შესყიდვების მართვისა და სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეგულარულ ტრენინგებსა და სემინარებს ატარებს აშშ-ის თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების ჯგუფი (Defence Institution Building Team). თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დახმარება დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მკურნალობა-რეაბილიტაციის ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით ხორციელდება სერჟანტთა მომზადება, რომლის ფარგლებშიც გერმანია ეხმარება საქართველოს სერჟანტთა სკოლის განვითარებაში. ამასთანავე, ქართველი სერჟანტები გერმანიაში გრძელვადიან კურსებზე იგზავნებიან. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოსამსახურეებისთვის ტარდება სხვადასხვა სახის წვრთნები და კურსები, რომლებიც მოიცავს როგორც ოფიცრის საწყ- ის, ისე ასეულის მეთაურის, ბატალიონის მეთაურისა და შტაბის ოფიცრის კურსებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანმშრომლობა ხორციელდება სამხედრო-სამედიცინო სფეროშიც. კერძოდ, იგი მოიცავს ვიზიტებს, რომელთა ფარგლებშიც ქართველ ექიმებს გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის საშუალება ეძლევათ. დიდი ანებული სამეფო - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად იყენებს ბრიტანელი ექსპერტების გამოცდილებას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. 2009 წლიდან თავდაცვის სამინისტროში მონვეულია ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის საკითხებში. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ძირითადად მოიცავს სამხედრო განათლების ისეთ კურსებს, როგორებიცაა: გენერალური შტაბის, ინსტრუქტორთა, საერთაშორისო ოპერაციების დაგეგმვისა და შეფასების, ინგლისური ენისა და უმცროს მეთაურთა კურსები. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების 40 წარმომადგენლის მომზადება ინგლისურ ენაში. ბრიტანეთის სამხედრო მრჩეველთა წვრთნის ჯგუფის პროგრამის ფარგლებში რეგულარულად ხორციელდება ქართველ ინსტრუქტორთა მომზადება ქ. ვიშკოვოს სამხედრო აკადემიაში. თურქეთის რესპუბლიკა - თანამშრომლობა მიმდინარეობს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ყოველწლიური გეგმის ფორმატში, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: დახმარება, ლოგისტიკისა და სამხედრო განათლების სფეროებში გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სწავლებები სპეციალური ოპერაციების მალების მონაწილეობით. ქეთის სამხედრო სასწავლებლებში სხვადასხვა დონისა და ხანგრძლივობის კურსებზე ყოველწლიურად იგ ზავნებიან სშძ-ის სამხედრო მოსამსახურეები. საფრანგეთის რესპუბლიკა - საქართველოს და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებმა წარმატებით განახორციელეს 2013 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. ყოველწლიურად იგ ზავნებიან საჩხერის სამთო მომზადების ცენტრის ქართველი ინსტრუქტორები საფრანგეთში სტაჟირებაზე. ეროვნული თავდაცვის აკადემია თანამშრომლობს საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლასთან. კადეტები მონაწილეობას ღებულობენ გაცვლით პროგრამაში. ფრანგული ენის მასწავლებელი ცხრათვიანი როტაციით იმყოფება საქართველოში, რომელიც გაკვეთილებს ატარებს საჩხერის სამთო მომზადების ცენტრში. აღსანიშნავია, რომ ფრანგულმა მხარემ უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს სპეციალური სამთო აღჭურვილობა. ფრანგულ მხარესთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაში 2014 წლისთვის შეიტანეს სამთო პოლიგონის მოწყობის საკითხი. შვედეთის სამეფო - შვედეთის სამეფოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები თანამშრომლობენ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფორმატში. წლის განმავლობაში სშძის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს შტაბის ოფიცრისა და გაეროს დამკვირვებლის 4 კურსში და შვედეთის თავდაცვის აკადემიის მიერ ორგანიზებულ გაერთიანებული შტაბის ერთობლივ წვრთნებში (CJSE). ამასთან, 2013 წლის ოქტომბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტუმრად იმყოფებოდა შვედეთის დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. დანიის სამეფო - საქართველოს და დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროები თანამშრომლობენ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ყოველნლიური გეგმის ფორმატში, რომელიც მოიცავს ისეთი სახის დახმარებას, როგორიცაა საექსპერტო დახმარება, მართვისა და კონტროლის, რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში გამოცდილების გაზიარება. დანიის სამეფო აფინანსებს თავისი და სხვა პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში სხვადასხვა სახის კურსებსა და ტრენინგებში ქართველი სამხედროების მონაწილეობას. ბულგარეთის რესპუბლიკა - თანამშრომლობა მოიცავს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, სამხედრო-ტექნიკურ სფეროში კონსულტაციებს, შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის, აგრეთვე სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის გამოცდილების გაზიარებას. ესტონეთის რესპუბლიკა - თანამშრომლობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: განათლების სფეროში თანამშრომლობა, კონსულტაციები კიბერთავდაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების, სამხედრო დაზვერვის საკითხებზე, თანამშრომლობა რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში, აგრეთვე თანამშრომლობა სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის. ლატვიის რესპუბლიკა - თანამშრომლობა მოიცავს სამხედრო განათლებისა და თავდაცვის სფეროს სხვადასხვა საკითხს. აღსანიშნავია, რომ ლატვია არის ერთ-ერთი ნამყვანი ქვეყანა ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამაში (PDP), და სამხედრო განაღმვის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროგრამაში. ლიტვის რესპუბლიკა - ლიტვა ნატოს პროექტის - "საქართველო IV" - თანადამფინანსებელია. ეს პროექტი ითვალისწინებს ჰუმანიტარული განაღმვის კუთხით სშძ-ის შესაძლებლობების განვითარებას. საგულისხმოა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაც, რომლის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ ლიტვის სამხედრო აკადემიის, ბალტიის თავდაცვის კოლეჯის, ლიტვის სამხედრო სამედიცინო სამსახურის კურსებში, ხოლო ლიტვის სამხედროები გადიან მომზადებას საჩხერეს სამთო მომზადების სკოლაში. ნიდერლანდების სამეფო - 2013 წელს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა და თავდაცვის ატაშემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებთან გამართეს შეხვედრები ორმხრივი თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მიღწეული შეთანხმების საფუძველზე 2014 წლისთვის დაიგეგმა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენის კონკრეტული საკითხები. ასევე, დაიგეგმა თავდაცვის დაგეგმვის სფეროში გამოცდილების გაზიარება. ნორვეგიის სამეფო - ნორვეგია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამაში. საქართველოს და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროები თანამშრომლობენ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ყოველწლიური გეგმის ფორმატში, რომელიც მოიცავს ექსპერტთა ვიზიტებს და გამოცდილების გაზიარებას რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში, აგრეთვე სამხედრო დაზვერვის სფეროში. რუმინეთი - თანამშრომლობა მოიცავს ფსიქოლოგიური ოპერაციების, სამხედრო განათლებისა და ენობრივი მომზადების სფეროებში გამოცდილების გაზიარებას, აგრეთვე სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის და ერთობლივი წვრთნების ორგანიზებაში გამოცდილების გაზიარებას. ჩეხეთის რესპუბლიკა - ჩეხეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები თანამშრომლობენ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფორმატში. 2013 წლის მაისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბიუჯეტირების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩეხეთში იმყოფებოდნენ. აზერბაიჯანის რესპუბლიკა - თანამშრომლობა ხორციელდება ყოველწლიური ორმხრივი გეგმის საფუძველზე. 2013 წლის გეგმა ძირითადად მოიცავდა მაღალი დონის ვიზიტებს, სამხედრო განათლებისა და წვრთნების საკითხებში გამოცდილების გაზიარებას, სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობას. სომხეთის რესპუბლიკა - თანამშრომლობა ხორციელდება ყოველწლიური ორმხრივი გეგმის საფუძველზე. 2013 წლის გეგმა ძირითადად მოიცავდა მაღალი დონის ვიზიტებს, კონსულტაციებს სამხედრო განათლების, სტრატეგიული დაგეგმვისა და სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხებს. სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ საჩხერის სამთო მომზადების სკოლის კურსებში. უკრაინა - თანამშრომლობა ხორციელდება ყოველწლიური ორმხრივი გეგმის საფუძველზე. 2013 წლის გეგმა ძირითადად მოიცავდა საერთაშორისო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობას, მაღალი დონის ვიზიტებს, სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში გამოცდილების გაზიარებას. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მიერ დაგეგმილ კურსებში. ## 13.3. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეები, სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლები, აგრეთვე, მეკავშირე ოფიცრები წარმოადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამჟამად საქართველოს თავდაცვის ატაშეები ფარავენ ოცდაათამდე ქვეყანას, ხოლო სამინისტროს წარმომადგენლები მივლინებულნი არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში. თავდაცვის ატაშეები და სამინისტროს ნარმომადგენლები შედიან საქართველოს შესაბამის დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში და კომპეტენციის ფარგლებში მუშაობენ თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ატაშატების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის და ამ ინსტიტუტის ოპტიმიზაციის მიზნით, 2013 წელს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ატაშატების დაფარვის ქვეყნების გადახედვა. შეიცვალა თავდაცვის ატაშეების წოდებრივი კატეგორია. სამინიტრომ დაიწყო ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის პროფესიული გადამზადების პროგრამებზე მუშაობა. აგრეთვე, შემუშავდა თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების შერჩევისა და მომზადების წესი და სტანდარტული სამუშაო ინსტრუქცია. # 14. მიღებული გამოცდილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დასახული ამოცანების შესრულება საჭიროებს თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის გამართულ პროცესს, რესურსების რაციონალურ განაწილებასა და გამოყენებას, მატერიალური რესურსების მართვის სრულყოფას და გამოვლენილი გამოწვევების დასაძლევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. გამოწვევების იდენტიფიცირება ხელს უწყობს თავდაცვის სისტემაში იმ აუცილებელი კორექტივების შეტანას, რომლებიც 2014 წელს დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს. 2013 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოების ანალიზმა გამოავლინა უწყების საქმიანობის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. ## 1 4.1 . საკანონმდებლო ბაზის განახლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქმედითობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი თანამედროვე რეალობაზე მორგებული, სრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩოა. აღნიშნული სფეროს რეფორმირებისას გამოვლინდა თავდაცვის სისტემის მარეგულირებელი კანონების, აგრეთვე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთმანეთთან შესაბამისობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. გამოიკვეთა, რომ ის შეტანას საჭიროებს. 2013 წელს სამინისტროში მომზადდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელთა მიღება ხელს შეუწყობს ფწყების ფუნქციონირებას და დადებითად აისახება განსახორციელებელი საქმიანობის ეფექტიანობაზე. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. ## 119 14.2. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება 2013 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით. გამოცდილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გამჭვირვალობის მაღალი დონე და სამოქალაქო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე დადებითად მოქმედებს. სამინისტრო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს არასამთავრობო სექტორთან და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად დამატებით რეფორმებს განახორციელებს. ## 14.3. ადამიანურ კაპიტალზე ორიენტირებული მართვა სშძ-ის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა და ინტერესი, ტრადიციულად, მაღალია. აღნიშნული მტკიცება საზოგადოეპრივი აზრის კვლევის შედეგებს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმების და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველთა მზარდ მაჩვენებლებს ეფუძნება. მიუხედავად ამისა, წარმატებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც თავდაცვის სამინისტროში დასაქმების, ისე პერსონალის მუდმივი განვითარების ხელშეწყობის და კვალიფიციური კადრების შენარჩუნების ქმედითი პოლიტიკის განხორციელების გაგრძელება. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების დაინტერესებული ნაწილი და სამინისტროს პერსონალი კვლავ აღიქვამს სამინისტროს სტაბილურ, მიმზიდველი კარიერული შესაძლებლობების მქონე უწყებად. წარმატებული და ადამიანურ ლი პოლიტიკა მნიშვნელოვნად განამტკიცებს სამინისტროს ინსტიტუციურ მეხსიერებას, შეამცირებს კვალიფიციური კადრების გადინების რისკს და ხელს შეუწყობს სამინისტროს გამართულ საქმიანობას. ## 1 4.4. შეზღუდული ფინანსური რესურსები სირთულეებიდან, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი - შეზღუდული ფინანსური რესურსები. ამასთან, ზოგ შემთხვევაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები არასაკმარისია ან არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რაც ასევე ზრდის სხვადასხვა რისკფაქტორს. ყოველივე ეს საჭიროებს ხარჯების ოპტიმიზაციას, ტრანსფორმაციის პრიორიტეტების მკაფიოდ განსაზღვრას, განხორციელების ოპტიმალური ვადების დადგენას, განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და დაგეგმვის სრულყოფას. ## 14.5. დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემა წლების განმავლობაში დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის დანერგვისას სხვადასხვა სახის პრობლემები იკვეთებოდა. ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის მარეგულირებელი ერთიანი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მკაფიოდ განისაზღვრება თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები, მათი მოვალეობები, ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმები და სამუშაო დოკუმენტაცია. მატერიალური რესურსების მართვის სისტემის სრულყოფა არსებული გამოწვევების მუდმივ ანალიზს და განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრას მოითხოვს. გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის, ეფექტიანი და გამჭვირვალე ბიუჯეტის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანია მატერიალური რესურსების მართვის პროცესში მონაწილე სტრუქტურული ერთეულების პერსონალის, მათ შორის, პროგრამის მენეჯერებისა და კოორდინატორების ფუნქციებისა და ამოცანების მკაფიოდ და დეტალურად განსაზღვრა, მათი გადამზადება და თავდაცვის რესურსების მართვის მარეგულირებელი პროცედურებისა და დოკუმენტების სრულყოფა. ## 14.6. გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესი 2013 წლის მნიშვნელოვანი მიღწევაა თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესება. სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს გააქტიურების შედეგად გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო ეფექტიანი გახდა, ხოლო გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებაზე ზედამხედველობის, მასზე ანგარიშგების და მისი ეფექტიანობის შეფასების მექანიზმების დახვეწა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ამ გადაწყვეტილების შედეგიანობას. ## 14.7. გამოცდილების შედეგი თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური განვითარების პროცესში დაგროვებული გამოცდილების სისტემატიზაციის და სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების მიზნით 2013 წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ, დიდი ბრიტანეთის დახმარებით, დაიწყო მუშაობა "თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუციური განვითარების" (DIB), ჯგუფის ჩამოყალიბებაზე. ჯგუფი თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი გამოცდილების მქონე პერსონალით დაკომპლექტდება და თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების პროგრამების დაგეგმვა-განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. # 15. სამომავლო ხედვა სშძ-ის შესაძლებლობების განვითარება თანმიმდევრული და რთული პროცესია. შეზღუდული რესურსების პირობებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინაშე მდგარი ყველა პრობლემური საკითხის გადანყვეტა ძნელდება. აღნიშნული პროცესის გეგმაზომიერება და ამოცანების პრიორიტეტიზაცია წარმატებული რეფორმების განხორციელების მთავარი წინაპირობაა. თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ტრანსფორმაციის პროცესს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის, თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების განმტკიცების, ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელების, ნატოსთან თავსებადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. საქართველოს შეიარაღებული ძალები შეინარჩუნებს მზადყოფნის მაღალ დონეს, აამაღლებს ნატოსთან თავსებადობას და გააგრძელებს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას მათ შორის, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. საჭიროების შემთხვევაში, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს, შეიარაღებული ძალები დაეხმარება ხელისუფლების ორგანოებს შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში. ამოცანების პრიორიტეტიზაციის გარდა, დიდი ყურადღება დაეთმობა ახალ რეალობასთან ადაპტირებას. მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააადვილებს ქვეყნის და მისი შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და ამავე დროს უზრუნველყოფს მზადყოფნის მაღალი დონის შენარჩუნებას. # დასკვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანა საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისათვის ცხოვრების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და თავდაცვის წარმატებული მართვისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაა. ამ მიზნების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება, აგრეთვე საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული ორგანიზაციის რეგულარული ინფორმირება თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან, რეფორმებთან და საბიუჯეტო დანახარჯებთან დაკავშირებით, თავდაცვის სისტემის ნარმატების აუცილებელი ნინაპირობაა. საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი კრიტიკა სამინისტროს ნებისმიერი საქმიანობისთვის დამახასიათებელი ხარვეზების თავიდან აცილებაში დაეხმარება. ამ დოკუმენტის გამოქვეყნება თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის წიგნი" დაინტერესებულ საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, რათა მოქალაქეებს ნათელი წარმოდგენა შეექმნათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო ხედვის შესახებ. ![125_image_0.png](125_image_0.png) ![125_image_1.png](125_image_1.png) ![126_image_0.png](126_image_0.png) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების აონფერენცია 2013 ![126_image_1.png](126_image_1.png) ![127_image_0.png](127_image_0.png) ![127_image_1.png](127_image_1.png) გენერალ გაიორი 3. ქაპანაშე ჰრესპომფერენციაზე ![128_image_0.png](128_image_0.png) ![128_image_1.png](128_image_1.png) ![129_image_0.png](129_image_0.png) ![129_image_1.png](129_image_1.png) ![130_image_0.png](130_image_0.png) ![130_image_1.png](130_image_1.png) ![130_image_2.png](130_image_2.png) სამხელო წვრთნები და სწავლებები სამხედრო წვრთნები და სწავლებები ![131_image_0.png](131_image_0.png) ![131_image_1.png](131_image_1.png) ![132_image_0.png](132_image_0.png) ![132_image_1.png](132_image_1.png) ააღეტთა საოლის მსმენელეაი ![133_image_0.png](133_image_0.png) ![133_image_1.png](133_image_1.png) სამხედრო გოსამსახურეებისთვის აინების გალაცეგა ![134_image_1.png](134_image_1.png) ![134_image_0.png](134_image_0.png) ![135_image_0.png](135_image_0.png) თავლაციის მინისტრი ნაბო-სპქრთველოს შესვედრაზე ![135_image_1.png](135_image_1.png) ქართველი სამხედროები ISAF-ის გისიაში ქართველი სამხედროები არუნდებიან ISAF-ის მისიიღან ![136_image_0.png](136_image_0.png) ![136_image_1.png](136_image_1.png) 3161円)ლური 3026/11 1996円/01, 3251号) 2017/6/13 3, 12365/6 ISAF-16 20/00/20 AM5/60円 1 1361/05/19/2016 ![137_image_0.png](137_image_0.png) ![138_image_0.png](138_image_0.png) www.mod.gov.ge ![139_image_0.png](139_image_0.png)